ფეხბურთი

15:47 | 19.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

არტურო ვიდალი "ბაიერნს" ტოვებს

მიუნხენის “ბაიერნისა” და არტურო ვიდალის გზები იყრება. როგორც გამოცემა Bild-ი იტყობინება, “რეკორდმაისტერში” ვიდალი აღარ განიხილება ძირითადი შემადგენლობის წევრად მას შემდეგ, რაც “ალიაცნ არენაზე” გერმანელი ლეონ გორეცკა მივიდა.

შესაბამისად, ვიდალი მიმდინარე ზაფხულს დიდი ალბათობით მიუნხენს დატოვებს. გერმანული მედიის ინფორმაციით, ჩილელი ფეხბურთელი შესაძლოა იტალიაში დაბრუნდეს და “ნაპოლის” მაისური მოირგოს, სადაც მისთვის ნაცნობი კარლო ანჩელოტი მუშაობს.

გარდა ამისა, ვიდალის გადაბირების შესაძლებლობას არც ლონდონის “ჩელსი” გამორიცხავს, რომელიც მაურიციო სარისთვის შემადგენლობის გაძლიერებას ეშურება.

შეგახსენებთ, რომ არტურო ვიდალი “ბაიერნში” 2015 წელს, ტურინის “იუვენტუსიდან” გადავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109131