ფეხბურთი

15:16 | 19.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

"დილამ" გიორგი გადრანი გაიფორმა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი მცველი გიორგი გადრანი სამშობლოში დაბრუნდა და კარიერას გორის “დილაში” გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს 2015 წლის ჩემპიონის ვებგვერდი ოფიციალურად ადასტურებს.

23 წლის ფეხბურთელმა კარიერა “გაგრაში” დაიწყო, შემდეგ კი, ოდესის “ჩერნომორეცისა” და “დინამო თბილისის” ღირსებას იცავდა. გასული სეზონი უკრაინულ “დესნაში” გაატარა, რომლის რიგებშიც 7 შეხვედრა ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.104608