ფეხბურთი

13:13 | 19.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჯანფრანკო ძოლა "ჩელსიში" დაბრუნდა

წარსულში ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი ჯანფრანკო ძოლა ლონდონის “ჩელსიში” დაბრუნდა. 52 წლის ძოლა, რომელიც ამჟამად სამწვრთნელო საქმიანობას ეწევა, “არისტოკრატებში” მთავარი მწვრთნელის, მაურიციო სარის თანაშემწე იქნება.

“ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ “ჩელსიში” დავბრუნდი და მზად ვარ სამუშაოდ. ეს რთული გამოწვევაა, მაგრამ კმაყოფილი ვარ, რადგან მაურიციო სარისთან ვიმუშავებ. ჩვენ ყველა ენთუზიაზმით ვართ სავსე ამ ახალი თავგადასავლის წინაშე”, - განაცხადა ძოლამ.

ჯანფრანკო ძოლა “ჩელსის” ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო და “სტემფორდ ბრიჯზე” 1996-2003 წლებში თამაშობდა. იტალიელი სხვა და სხვა დროს “ვესტე ჰემს”, “უოტფორდს”, “კალიარის”, “ალ-არაბისა” და “ბირმინგემ სიტის” მთავარ მწვრთნელად მუშაობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121629