ფეხბურთი

18:10 | 18.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

კახა კაჭარავა: "მზადების პროცესით კმაყოფილი ვარ"

“დინამო თბილისის” მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპზე, “დუნაისკა სტრედასთან” საპასუხო შეხვედრის წინ ისაუბრა.

ქართველი სპეციალისტის განცხადებით, გუნდი ჩვეულ რეჟიმში ემზადება და კმაყოფილია. კაჭარავამ იმედი გამოთქვა, რომ სტადიონზე გულშემატკივარიც მივა.

“ჩვენი მიზანი შემდეგ ეტაპზე გასვლაა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ხვალინდელი მატჩისთვის ჩვენი მიდგომა გვაქვს. რა თქმა უნდა, მთლიანად შეტევაში არ წავალთ და არც მხოლოდ დაცვაში დავდგებით, ბალანსი უნდა ვიპოვოთ. იმედია, სტადიონზე ბევრი მაყურებელი მოვა და ფეხბურთელებს გაამხნევებენ, რადგან ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

მზადების პროცესი ჩვეულებრივია. მართალია, მოკროტრავმები არის, მაგრამ მთლიანობაში კმაყოფილი ვარ. სიკაჩი გუნდს ცოტა ხნის შეუერთდა და ვერ გეტყვით, კარში ვინ იქნება. რაც შეეხება ქარდავას, ის 90 წუთის სათამაშოდ მზად არაა”, - განაცხადა კაჭარავამ.

შეგახსენებთ, რომ “დინამოსა” და “დუნაისკა სტრედას” პირველი შეხვედრა 1:1 დასრულდა. საპასუხო მატჩი კი 19 ივლისს, “დინამო არენაზე” 21:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103226