ფეხბურთი

17:30 | 18.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: გიორგი ქვილითაია "გენტის" ფეხბურთელია

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია კარიერას ბელგიურ “გენტში” გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დაადასტურა, როგორც ბელგიურმა გუნდმა, ისე ვენის “რაპიდმა”, სადაც გიორგი აქამდე თამაშობდა.

ქვილითაიამ ახალ გუნდთან კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

“გიორგი ქვილითაიას სხვა და სხვა ლიგებიდან ბევრი წინადადება ჰქონდა და შესაბამისად, მისი წასვლა მოულოდნელი არაა. “რაპიდი” წარმატებებს უსურვებს მომავალ კარიერაში. გიორგიმ, როგორც სპორტული, ისე ადამინური კუთხით გაამდიდრა ჩვენი გუნდი”, - თქვა “რაპიდის” სპორტულმა დირექტორმა ფრედი ბიკელმა.

24 წლის გიორგი ქვილითაია “რაპიდის” ღირსებას 2016 წლიდან იცავდა და ავსტრიული გუნდის რიგებში 67 შეხვედრაში 22 გოლი გაიტანა.

ქვილითაია “გენტის” მესამე ქართველი ფეხბურთელია გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ბერიძის შემდეგ.

0.116522