ფეხბურთი

17:12 | 18.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ალისონი და "ლივერპული" გადაწყდა

ბრაზილიის ნაკრებისა და “რომას” მეკარე ალისონ ბეკერი კარიერას “ლივერპულში” გააგრძელებს. Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია და უახლოეს საათებში ბრაზილიელი ინგლისში ჩავა.

შეთანხმების თანახმად, “რომა” 75 მილიონ ევროს მიიღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ალისონი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გახდება. თავად ფეხბურთელი 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში 5 მილიონს გამოიმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ ალისონი “რომაში” 2016 წლიდან თამაშობდა, ხოლო ძირითადი მეკარე 2017-2018 წლების სეზონში იყო. “ლივერპულის” გარდა მას “ჩელსიც” იწვევდა, მაგრამ როგორც ჩანს, იურგენ კლოპის გუნდმა უფრო მეტად მოინდომა ტრანსფერის გაჩარხვა.

0.105285