ჩოგბურთი

10:55 | 18.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

US OPEN-ის რეკორდული 53-მილიონიანი საპრიზო ფონდი

წელს ამერიკის ღია პირველობის საპრიზო ფონდი რეკორდული 53 მილიონი დოლარი იქნება, აღნიშნულ ინფორმაციას ტურნირის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. გასულ წელს ტურნირის საპრიზო ფონდი 50 მილიონი დოლარი იყო.

ერთეულთა ტურნირის გამარჯვებული 3.8 მილიონ დოლარს მიიღებს, 100 000-ით მეტს ვიდრე შარშან. ვინც ტურნირს პირველსავე ტურში გამოეთიშება 54 000 დოლარს მიიღებს (შარშან 50 000).

წლევანდელ სხვა დიდი სლემის ტურნირების საპრიზო ფონდებს შორის ამერიკის ღია პირველობის 53 მილიონი რეკორდული იქნება. ავსტრალიის ღია პირველობა – 42.8 მილიონი ამერიკული დოლარი, “როლან გაროსი” – 45.5 მილიონი, უიმბლდონი – 44.6.

წლევანდელი US OPEN-ი 27 აგვისტოს დაიწყება და 9 სექტემბერს დასრულდება.

0.11586