ლონდონის “არსენალის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა წარსული გაიხსენა და თავის შეცდომებზე ისაუბრა. ფრანგი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ “მეთოფეებში” 22 წელი გაჩერება შეცდომა გახლდათ.
“ჩემი მთავარი შეცდომა ალბათ ერთ გუნდში 22 წლით გაჩერება იყო. მე ისეთი ადამიანი ვარ, რომლებიც ხშირად არ გადაადგილდებიან. მაგრამ მომწონს გამოწვევებიც. ისე მოხდა, რომ დრო და დრო, ჩემი გამოწვევის მძევალი გავხდი.
მეშინია, რომ ფიზიკურად ვეღარ ვიქნები ძველებურად ძლიერი და საწვრთნელ პროცესს ვერ გავუძღვები. ეს ჩემი ყველაზე დიდი შიშია”, - განაცხადა ვენგერმა.
შეგახსენებთ, რომ არსენ ვენგერი “არსენალში” 1996-2018 წლებში მუშაობდა და გუნდი გასული სეზონის დასრულებისთანავე დატოვა.