ფეხბურთი

17:45 | 17.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

იგუაინი და მორატა "მილანის" რადარზე

იტალიური “მილანი” შეტევის ხაზის გაძლიერებას ეშურება. როგორც Sport Italia იტყობინება, “როსონერის” წარმომადგენლები ლონდონში იმყოფებიან, სადაც ალვარო მორატას ტრანსფერის გაჩარხვაზე მუშაობენ. აღსანიშნავია, რომ ესპანელი ფოვრდის გასხვისების წინააღეგი არც “ჩელსია”.

გარდა ამისა, “მილანი” ტურინის “იუვენტუსიდან” გონსალო იგუაინის შესაძლო ტრანსფერსაც განიხილავს. თავის მხრივ არგენტინელს კრიშტიანუ რონალდუს ტურინელთა რიგებში მისვლის შემდეგ “იუვეში” აღარ დაედგომება. აღსანიშნავია, რომ “პიპიტას” “ჩელსისაც” უკავშირებენ.

რაც შეეხება მორატას, მან გასულ სეზონში 48 შეხვედრაში მხოლოდ 15 გოლის გატანა შეძლო.

0.113297