ფეხბურთი

13:32 | 17.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

არგენტინაში პეკერმანი ფავორიტია

არგენტინის ნაკრებიდან ცოტა ხნის წინ ხორხე სამპაოლი დაითხოვეს და შესაბამისად, “ალბისელესტეს” მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტურია. Clarin-ის ინფორმაციით, სამხრეთ ამერიკელთა თავკაცობის მთავარი კანდიდატი ხოსე ნესტრო პეკერმანია.

გამოცდილ სპეციალისტის კონტრაქტი ჯერ კიდევ კოლუმბიის ნაკრებთან აკავშირებს (31 აგვოსტომდე), თუმცა ეს ფაქტი არგენტინის ფეხბურთის ფედერაციაში არ აღელვებთ.

როგორც ცნობილი ხდება, პეკერმანი არგენტინას 2019 წლის ზაფხულამდე, ანუ, კოპა ამერიკის ბოლომდე ჩაიბარებს, ხოლო შემდეგ ხელშეკრულება გადაიხედება.

აღსანიშნავია, რომ პეკერმანი მშობლიურ ნაკრებს 2004-2006 წლებში უკვე ავარჯიშებდა და 12 წლის წინანდელ მუნდიალზე მეოთხედფინალს მიაღწია.

0.118233