ფეხბურთი

13:04 | 17.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

მუნდიალი 2018: საინტერესო და კურიოზული ეპიზოდები

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატი უკვე ისტორიის კუთვნილებაა და ამიერიდან მხოლოდ წარსულ დროში შეგვიძლია მისი ხსენება. საფრანგეთი გამოდგა ყველაზე ძლიერი ნაკრები პლანეტის მთავარ პირველობაზე.

მაინც და მაინც, ვერ ვიტყვით, რომ რუსულმა მუნდიალმა საფეხბურთო კუთხით განსაკუთრებული სიახლე შემოიტანა თანამედროვე ფეხბურთში. ალბათ, ყველაზე გამოსარჩევი და ნიშანდობლივი სიახლე ვიდეორეფერი, ე.წ VAR-ის სისტემა გამოდგა.

თუმცა იყო სხვა გამორჩეული ეპიზოდები თუ კურიზოული მოვლენები. სხვათა შორის, გასულ მუნდიალზე 12 ატოგოლი გავიდა, რაც მსოფლიოს ჩემპიონატების რეკორდია. იყო ბევრი პენალტიც, რაც პირველ რიგში ალბათ მაინც ვიდეორეფერის დამსახურებაა. თუმცა, ახლა თქვენს ყურადღებას სხვა ცალკეულ მოვლენებზე შევაჩერებთ და ვეცდებით, გამოვყოთ 2018 წლის მუნდიალის გამორჩეული და დაუვიწყარი ეპიზოდები...

CR3 – სანამ კრიშტიანუ “იუვენტუსში” გადავიდოდა და ბოლო პერიოდის ალბათ ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი შედგებოდა, იქამდე პორტუგალიელი მუნდიალზე თამაშობდა. რუსეთში რონალდუსთვის ყველაფერი კარგად არ წარმარტულა, მაგრამ დიდებულად დაიწყო: პირველივე ტურში ესპანეთის ნაკრებს საოცარი ჰეთ-თრიქი შეუსრულა და საფეხბურთო სამყარო უკვე მერამდენედ აალაპარაკა.

ლოსანოსეული მიწისძვრა – დაახლოებით იგივე ითქმის მექსიკის ნაკრებზე, რომელმაც ხმაურიანად დაიწყო, მაგრამ ცუდად დაასრულა. პირველივე ტურში “აცტეკებმა” მსოფლიოს ჩემპიონი გერმანია დაამარცხეს. ირვინგ ლოსანოს გოლმა მექსიკაში მიწისძვრაც კი გამოიწვია. სხვათა შორის, მექსიკელთა დაწყებული საქმე სამხრეთ კორეელებმა დაასრულეს და მოქმედი ჩემპიონი ჯგუფში ჩატოვეს.

ორსახოვანი მესი – დეპრესიული, კატასტროფული მუნდიალი ლიონელ მესისთვის, რომელაც შეიძლება ითქვას, როი სახე გვაჩვენა. გაიტანა დაუვიწყარი გოლი ნიგერიის ნაკრებთან, მაგრამ დანარჩენ მატჩებში თავის გუნდს დიდად ვერ წაადგა. ისლანდიასთან პენალტიც ვერ გაიტანა. არგენტინისა და მესისგან გასულმა მუნდიალმა ყველაზე მეტად ალბათ სამპაოლის სიტყვები დაგვამახსოვრა: “შემოყვანო კუნი?!”...

მინდვრის ნეიმარი – ლეოსა და კრიშტიანუს სახლში გამგზავრების შემდეგ, თითქოს მემკვიდრის ჯერი იყო: ნეიმარს ჰქონდა შანსი, მაგრამ ბრაზილიელმა მხოლოდ 1 გოლი გაიტანა და რაც მთავარია, მინდროზე დაცემულმა ძალიან დიდი დრო გაატარა – დაახლოებით 15 წუთი! საბოლოოდ ნეიმარი ძალიან ბევრი ხუმრობის ობიექტი გახდა და მუნდიალი მეოთხედფინალში დაასრულა.

ბატშუაის აღნიშვნა – ალბათ გავა წლები, მაგრამ არაერთ სახალისო ვიდეოკადრში იქნება მიჩი ბატშუაის ეპიზოდი. ბელგიელმა ფორვარდმა ადნან იანუზაის გოლი ინგლისის კარში საინტერესოდ აღნიშნა: ბურთს ძლიერად დაარტყა, რომელიც ჯერ ძელს, ხოლო იქედან ასხლეტილი უკვე თავად მიჩის თავში მოხვდა... ვინძლო, ამ ეპიზოდმა დიეგო მარადონასა და ემანუელ მარკონის აღნიშვნებიც კი გადაფარა...

მბაპეს სპრინტი – კილიან მბაპემ არგენტინასთან მერვედფინალში “აკრიფა” და 60 მეტრი გაირბინა. საბოლოოდ, პენალტიც გამოიმუშავა. ვინ იცის, სწორედ ამ ეპიზოდმა გახსნა კილიანი მუნდიალზე. საინტერესოა, რომ უსაინ ბოლტის რეკორდი სპრინტში, რომელიც 2009 წელს დაამყარა, მბაპემ სწორედ ამ გარბენით გააუმჯობესა...

ესპანური პასები და აკინფეევის ფეხი – ესპანეთის ნაკრებმა მერვედფინალში რუსეთთან 1114 პასი გააკეთა, მაგრამ მაინც წააგო. წააგო იმიტომ, რომ “ფურია როხა” შეტევაში ძალიან ცოტა დროს ატარებდა და მხოლოდ ბურთის არცთუ საზრიან გორაობაში ატარებდა. პენალტების სერიაში კი, გადამწყვეტი ისტყვა იგორ აკინფეევმა თქვა, რომელმაც იაგო ასპასს ფეხი დაუტოვა და იბერიელები შინ გაისტუმრა.

იაპონური დრამა – იაპონიის ნაკრებმა მერვედფინალში ბელგიას ძალიან მაგარი კონკურენცია გაუწია, 2:0 უგებდა კიდეც, მაგრამ წააგო. მარტო ის რად ღირს, რომ ორბურთიანი სხვაობა გაანიავა, ბოლო, გადაწმყვეტი გოლი, თამაშის დასრულებამდე 20 წამით ადრე გაუშვა. ბელგიელთა სამაგალითო კონტრშეტევა აზიელთა ჯერ სახიფათო ჯარიმას და მერე საბედისწერო კუთხურს მოჰყვა.

ყვითელი სენეგალი – იგივე იაპონია ჯგუფიდან საინტერესოდ გავიდა: ნაკლები ყვითელი ბარათის წყალობით. ასეთი რამ მუნდიალების ისტორიაში პირველად მოხდა! სენეგალსა და იაპონიას ჯგუფური ეტაპის შემდეგ აბსოლუტურად იდენტური მაჩვენებლები ჰქონდათ და პლეი-ოფში გამსვლელის ბედი ყვითელი ბარათების რაოდენობამ გადაწყვიტა.

VAR – VAR-ის სისტემა მსოფლიოს ჩემპიონატებზე პირველად გამოიყენეს. იყო ხარვეზები, მაგრამ მთლიანობაში დადებითად უნდა შეფასდეს. ძალიან ბევრ შეხვედრაში საჭირო გახდა ვიდეორეფერის ჩარევა და უმეტესად, სწორი გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული. სხვათა შორის, რომ არა VAR-ი, პლეი-ოფები ალბათ სხვაგვარი იქნებოდა. მაგალითად B ჯგუფიდან პირველი ადგილით არა ესპანეთი, არამედ პორტუგალია გავიდოდა, ხოლო ესპანელები მეორე ადგილზე გავიდონდნენ და ურუგვაისთან მოუწევდათ ძალების მოსინჯვა. სიმბოლურია, რომ VAR-ის სისტემაც თავისი ისტყვა ფინალურ შეხვედრაშიც თქვა.

ტრადიციის პატივისცემა – ტრადიცია არ დარღვა და მსოფლიოს მომქედი ჩემპიონი ჯგუფში ჩარჩა. გერმანიის ნაკრებმა იტალიისა და ესპანეთის ბედი გაიზიარა და ჩემპიონის რანგში პლეი-ოფში ვერ გავიდა. ალემანებმა ჯერ მექსიკასთან წააგეს, ხოლო შემდეგ ბოლო წამზე ტონი კროოსის შედევრით შვედეთს მოუგეს და თითქოს ყველაფერი გამოასწორეს, მაგრამ ბოლო ტურში სამხრეთ კორეასთან ერთობ უსახურად ითამაშა, წააგო და სამშობლოში ნაადრევად დაბრუნდა. გერმანიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯგუფში ისტორიაში პირველად ჩარჩა.

პუტინისეული ქოლგა – მსოფლიოს ჩემპიონატი ძალზე კომიკური სიტუაციით დასრულდა. მოსკოვში, დაჯილდოვების ცერემონიას ბედის ირონიით ძლიერი წვიმა დაემთხვა. კვარცხლბეკზე ფიფას პრეზიდენტს მხარს ხორვატიის, საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტები უმაგრებდნენ. საინტერესოა, რომ ქოლგა, რომელიც წვიმისგან დაიცავდა ამ ადამიამებს, მხოლოდ ვლადიმერ პუტინს იცავდა... როგორც ჩანს, მას წყლის შიში აქვს, რადგან შემდეგ საფრანგეთის გასახდელშიც აღმოჩნდა და შამპანურისგან რომ არ დასველებულიყო, დაცვის წევრებმა იქაც ქოლგის ქვეშ შეიფარეს. პუტინის ქოლგამ მსოფლიო მედიის ფურცლები ერთობ პოპულარობით მოიარა...

სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
0.113464