ფეხბურთი

11:39 | 17.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

"სან ხოსეში" კაშია წარადგინეს

ამერიკული MLS-ის ბინადარმა “სან ხოსემ” საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია ოფიციალურად წარადგინა. ქართველი ფეხბურთელი “მიწისძვრების” წევრი ჯერ კიდევ ერთი თვის წინ გახდა, თუმცა კუთვნილი შვებულება ჰქონდა და ამერიკაში ორი დღის წინ ჩავიდა.

კაშიას წარდგენას ესწრებოდა ვაკო ყაზაიშვილიც, რომელიც “სან ხოსეს” რიგებში უკვე მეორე სეზონია თამაშობს.

ამრიგად, საქართველო MLS-ში ორი ფეხბურთელით იქნება წარმოდგენელი. კაშია ახალ გუნდში მისთვის ჩვეული, 37 ნომრით ითამაშებს.

0.115032