ფეხბურთი

18:18 | 16.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოს ჩემპიონი დებიუტის გარეშე

არცერთი მატჩი ეროვნულ ნაკრებში და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული. ეს ალფონს არეოლას მონაგარია, რომელსაც საფრანგეთის ნაკრებში არასდროს უთამაშია, მაგრამ მუნდიალის ოქროს მედალს უკვე ფლობს.

არეოლას მონაწილეობა არ მიუღია მსოფლიოს ჩემპიონატზე, ვინაიდან მესამე მეკარის სტატუსით იმყოფებოდა რუსეთში უგო ლორისისა და სტივ მანდანდას შემდეგ. საინტერესოა, რომ არც მანამდე მოურგია “სამფეროვანთა” მაისური.

მსოფლიოს ჩემპიონატზე დიდიე დეშამს კიდევ ერთი ფეხბურთელისთვის არ დაუთმია დრო, ადილ რამისთვის, რომელმაც სანაკრებო კარიერა უკვე დაასრულა. თუმცა არეოლასგან განსხვავებით რამის “მამლების” რიგებში 35 მატჩი აქვს ჩატარებული.

ალფონს არეოლა გასულ სეზონში პსჟ-ს ღირსებას იცავდა, თუმცა მიმდინარე ზაფხულს დიდი ალბათობით გუნდს შეიცვლის, რადგან პარიზელები ძირითად მეკარედ ჯანლუიჯი ბუფონს მოიაზრებენ.

სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
0.118965