ფეხბურთი

14:39 | 16.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

დეშამი საფრანგეთის ნაკრებში რჩება

დიდიე დეშამის გაწრთვნილმა საფრანგეთმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ხორვატია 4:2 დაამარცხა. მატჩამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დეშამი ნაკრებს დატოვებდა. მაგრამ ამ ჭორებს თავად დიდიემ გასცა პასუხი.

„ჟაკის მსგავსად მოქცევას არ ვაპირებ (ჟაკი 1998 წელს საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ ნაკრებიდან წავიდა - რედ). ნაკრებთან ხელშეკრულება 2020 წლამდე მაქვს და მინიმუმ ეს პერიოდი დავრჩები და შემდეგ კდიევ ვნახოთ. ახლა რამდენიმე კვირა დავისვენებ და შემდეგ მუშაობას გავაგრძელებ“ - განაცხადა დეშამმა.

0.127199