ფეხბურთი

10:58 | 16.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია "სან ხოსეშია"

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი ამერიკულ "სან ხოსეს" ოფიციალურად შეუერთდა. ქართველი მცველი უკვე ჩავიდა აშშ-ში და სავარაუდოდ დღეს, ოფიციალურად წარადგენენ.

"ის აქაა! გურამ კაშია სან ხოსეშია და მზად არის დაწყებისთვის", - წერს "მიწისძვრათა" ვებგვერდი.

შეგახსენებთ, გურამ კაშიამ არნემის "ვიტესი" 8 წლის შემდეგ დატოვა და "სან ხოსეში" მისი გადასვლა ჯერ კიდევ 1 თვის წინ გადაწყდა. ამერიკაში კაშია ვაკო ყაზაიშვილის თანაგუნდელი იქნება.

0.121404