ფეხბურთი

12:22 | 16.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

დამწუხრებული და ამაყი ლუკა მოდრიჩი

ხორვატიის ნაკრების კაპიტანმა ლუკა მოდრიჩმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთთან (2:4) მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. მოდრიჩის განცხადებით, გაორებული გრძნობა დაეუფლა – მწუხარების და სიამაყის:

“დამწუხრებული ვარ მარცხის გამო, მაგრამ ვამაყობ იმ შედეგით, რომელსაც მივაღწიეთ. ადვილი არაა ამ წაგების მიღება, რადგან მატჩის უმეტესი ნაწილში საფრანგეთზე უკეთ ვითამაშეთ.

ბოლო მომენტამდე ვიბრძოდით და დარწმუნებული ვარ, რომ დიდი ხნის განმავლობაში ემახოსვრებათ ის, რასაც რუსეთში მივაღწიეთ”, - განაცხადა მოდრიჩმა.

შეგახსენებთ, ხორვატიის ნაკრებმა ისტორიაში პირველად მოახერხა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში თამაში, თუმცა საფრანგეთთან ვერაფერი გააწყო და ვერცხლის მედლებით მოუწია დაკმაყოფილება. აქვე გეტყვით, რომ მოდრიჩი აწ დასრულებული მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

0.107019