მადრიდის “რეალი” კრიშტიანუ რონალდუს შემცვლელის ძიებას შეუდგა და როგორც ჩანს იპოვა კიდეც. Calciomercato-ს ინფორმაციით, “სამეფო კლუბი” მზადაა ლონდონის “ტოტენჰემს” ჰარი კეინის თაობაზე ოფიციალური წინადადებით მიმართოს.
“რეალი” ინგლისელი ფორვარდის სანაცვლოდ 150 მილიონი ევროს გაღებას აპირებს. თუმცა, მიუხედავად კოლოსარული თანხისა, ტრანსფერის განხორციელების ალბათობა, მაინც მცირეა.
ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ 1 თვის წინ კეინმა “მამლებთან” ახალი, 6-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ჰარი კეინმა 2017-2018 წლების სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 48 მატჩში 41 გოლი გაიტანა, ხოლო აწ დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე 6 შეხვედრაში თავი 6-ჯერ გამოიჩინა და საუკეთესო ბომბარდირის ტიტული მოიგო.