ფეხბურთი

2:25 | 16.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ზლატკო დალიჩი: "ეს საქართველოსთვის სიგნალია"

ხორვატიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზლატკო დალიჩმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთთან (2:4) წაგების შემდეგ საქართველოც ახსენა.

ქართველი ჟურნალისტის ოთარ გიორგაძის ერთ-ერთ კითხვას დალიჩმა შემდგეგნაირად უპასუხა:

“ჩვენს ავტობუსზე ასეთი დევიზია - პატარა ქვეყანა, დიდი ოცნებებით. წარმატების უნდა გვჯეროდეს. ეს არის სიგნალი ისეთი პატარა ქვეყნებისთვის, როგორც ხორვატიაა. ასევე, საქართველოსთვის. უნდა გაგაჩნდეთ ოცნება და ამბიცია, რომელსაც არასდროს დათმობთ და ბოლომდე მიყვებით. მე ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებითა და ქვეყნით”, - განაცხადა დალიჩმა.

აქვე გეტყვით, რომ ხორვატია 1950 წლის შემდეგ ყველაზე პატარა ქვეყანაა, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გასვლა შეძლო. ბალკანელთა მოსახლეობა 4 მილიონზე ოდნავ მეტი ადამიანისგან შედგება.

0.11771