ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთი გამორჩეული გამთამაშებელი აიზეა ტომასი კარიერას "დენვერ ნაგეტსში" განაგრძობს, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, აიზეა "დენვერთან" ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს, რაშიც მოთამაშე მხოლოდ 2 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.
განვლილ სეზონში აიზეა "ლეიკერსის" ღირსებას იცავდა, სადაც საშუალოდ ერთ შეხვედრაში 15.6 ქულას 5 პასს და 2.1 მოხსნას აგროვებდა.