ფეხბურთი

16:25 | 15.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბელგიურმა ტექნიკის მაღაზიამ გულშემატკივრებს ტელევიზორში გადახდილი თანხა დაუბრუნა

ბელგიურმა ტექნიკის მაღაზიათა ქსელმა "კრიოფელმა" გულშემატკივრებს ტელევიზორში გადახდილი თანხა დაუბრუნა. აღნიშნული ინფორმაცია "კრიოფელის" ტვიტერის გვერდა გაავრცელა.

მაისში "კრიოფელს" აქცია ჰქონდა, რომლის მიხედვითაც თუ კლიენტი მინიმუმ 55-ინჩიანი დიაგონალის ტელევიზორს იყიდდა და ბელგიის ეროვნული ნაკრები მუნდიალზე 15-ზე მეტ გოლს გაიტანდა, გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდებოდა. კომპანიამ კი თავისი პირობა შეასრულა.

ტელევიზორის მყიდველი გულშემატკივრები ორმაგად ედენ აზარმა გაახარა, რომელმაც ინგლისთან მოგებულ მესამე ადგილისთვის გამართულ მატჩში (2:0) მეორე გოლი გაიტანა და საბოლოოდ ბელგიას მსოფლიოს ჩემპიონატზე 16 გოლი დაუგროვდა.

0.119133