ფეხბურთი

13:47 | 15.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ტრეზეგე: „საფრანგეთი ფავორიტია, მაგრამ ფინალში შეიძლება ყველაფერი მოხდეს“

საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა შემტევმა დავიდ ტრეზემ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფავორიტი საფრანგეთია.

„საფრანგეთმა ფინალდამდე მძიმე გზა განვლო. იყო მძიმე გამარჯვება ავსტრალაისთან, შემდეგ არგენტინასთან. ფინალში ფურცელზე საფრანგეთი ფავორიტია, მაგრამ შეიძლება ყველაფერი მოხდეს. ხორვატია დიდებული გუნდია. ისინი ბურთს არ კარგავენ და ცოტა შეცდომას უშვებენ. ფრანგ ფეხბურთელებს შეხვედრის მოსაგბად მაქსიმალური კონცენტრაცია დასჭირდებათ. რაც შეეხება მბაპეს, ვფიქრობ მან „ოქროს ბურთი“ დაიმსახურა და დარწმუნებული ვარ ამ ჯილდოს მალე მიიღებს“- განაცხადა დავიდ ტრეზეგემ.

ფინალური შეხვედრა დღეს თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119265