ფეხბურთი

1:39 | 15.07.2018 | ნანახია 3656 - ჯერ

ედენ აზარი "ჩელსიდან" წასვლაზე ალაპარაკდა: "ყველამ იცის ჩემი სურვილი"

ბელგიელი ვარსკვლავი ედენ აზარი ლონდონის “ჩელსის” დატოვებას არ გამორიცხავს. როგორც 27 წლის ფეხბურთელმა განაცხადა, გადაწყვეტილებას კლუბთან ერთად მიიღებს.

“ჩემი მომავალი? – არ ვიცი. “ჩელსიში” 6 წელი გავატარე და შესაძლოა, მოვიდა დრო, რომ ახალი გამოწვევა მივიღო. შემიძლია გადავწყვიტო, დავრჩე თუ წავიდე, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას კლუბი მიიღებს. მე ჩავატარე კარგი მუნდიალი და არ ვიცი, რა მოხდება მომავალში. ახლა შვებულებაში მივდივარ და ვნახოთ რა მოხდება.

მედიას ყოველ კვირაში ახალ გუნდში გადავყავარ. ერთი კვირა “რეალში”, მეორე კვირა “ბაიერნში”, მესამე კვირაში სხვა გუნდში, მაგრამ ყველამ იცის ჩემი სურვილის შესახებ”, - განაცხადა აზარმა.

შეგახსენებთ, ედენ აზარი “ჩელსის” ღირსებას 2012 წლიდან მოყოლებული იცავს. ბელგიელ შემტევს ბოლო პერიოდში მადრიდის “რეალსა” და “ბარსელონას” უკავშირებენ, თუმცა არახალია, რომ მისი სურვილი “სამეფო კლუბში” თამაშია.

აქვე გეტყვით, რომ აზარმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბელგიის ნაკრებში 3 გოლი გაიტანა, 2 საგოლე პასი გააკეთა და ბრინჯაოს მედალი მოიგო.


კომენტარები (14)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

03:27 | 16.07.2018
NGoLo KaNte (36472)

ნელა ზვიადი

14:07 | 15.07.2018
BATIGOLI 9. (4375)

მევასება ედენიკოს ფეხბურთი, წამოვიდეს კატალონიაში

14:03 | 15.07.2018
TERRY 26 LAMPARD 8 (3422)

პერეს რუსის გადაკიდებას არგირჩევ თორემ ცუდად დაამთავრებ

14:00 | 15.07.2018
TERRY 26 LAMPARD 8 (3422)

ყველა ჩელსის ფეხბურთელებზე გიჟდება და მაინც ჩელსის ლანძღავს ყველა.

13:48 | 15.07.2018
giorgiusi (696)

მთავარია ვიდეორეფერი არ შემოიღონ ჩემპიონთა ლიგაზე და რეალს არც აზარის სჭირდება და არც რონალდო, ისედაც უპრობლემოთ მოიგებს ლიგას ))

13:53 | 15.07.2018
mjgiri (8951)

ხო,ერთ-ორ მსაჯსაც დაიმატებენ და ეგაა

13:47 | 15.07.2018
federerjamesliverpooldelpotro (17151)

რეალის დაულაგებლობას რაც შეეხება რა აქ დაულაგებელი?ლოპეტეგი რას იზავს ეგ არ ვიცი მარა შემადგენლობა იდეალურია ისევ

13:47 | 15.07.2018
federerjamesliverpooldelpotro (17151)

მე კიდე პირიქით მგონია კურტუა თუ წავიდა მერე აზარიც მიყვება ან პირიქით ჯერ აზარი თუ წავიდა კურტუავ წავა

13:17 | 15.07.2018
TERRY 26 LAMPARD 8 (3422)

Au ramdens unda vegadao mere kurtuac da azaric rom darchebian chelsishi.

13:21 | 15.07.2018
mjgiri (8951)

კურტუას და აზარს ჩელსი ერთად რო არ გაუშვებს ეგეც ფაქრტია,მაგრამ აი იგუანი თუ დაითრია ჩელსიმ მერეე უფრო გაიზრდება აზარის წასვლის შესაძლებლობა

13:08 | 15.07.2018
mjgiri (8951)

რეალში წავა ეგ.ჩელსი იუვედან იგუაინს წაიყვანს

12:53 | 15.07.2018
თორღვა პანკელი (1138)

თუ უნდა რეალს თამასა არ დააგდოს, მინიმუმ ეს უნდა დაიმატოს, პლიუს მბაპე, კეინი ან ნეიმარი.

13:10 | 15.07.2018
mjgiri (8951)

აზარს თუ დაიმატებ მეორე ეგეთ ტრანსფერზე ფიქრი უაზრობაა.ფეირ-პლეიში ვერ ჩაჯდებიან.ყველას არ შეუძლია იგივე მაქინაციების კეთება,რაც შეიხებს.

13:39 | 15.07.2018
თორღვა პანკელი (1138)

რატო ვითომ? შეიხებს თუ შეუძლიათ რეალს რატო არ შეუძლია?

13:42 | 15.07.2018
mjgiri (8951)

ალბათ არ იცი როგორ იყო ნეიმარის ტრანსფერი გაფორმებული,ან თუნდაც მბაპესი

14:28 | 15.07.2018
თორღვა პანკელი (1138)

კი მაგრამ ამდენი ფეხბურთელი რომ ტოვებს რეალს, იმათ შეცვლაზე როგორ გგონია არ ფიქრობს რეალი? რონალდო, ბენზემა, აგერ კაცი ამბობს კოვაჩიჩი და ნავასიც მიდისო, არა მგონია მარტო აზარი ეყოთ, თუ ისევ მაღალი მიზნები აქვთ რათქმაუნდა(არამგონია რეალს სხვა მიზნები ჰქონდეს) რეალი კიდევ არაა არსენალი ვინმემ გაატყავოს და ისე დარჩეს რომ დანაკლისი თავისთვის შესაფერისი ფეხბურთელებით ვერ შეავსოს, ფულიც აქვთ და ხმაურიანი ტრანსფერების გამოცდილება მარიფათიც.

15:50 | 15.07.2018
mjgiri (8951)

ნეიმარის და აზარის ყიდვას აზრი არააქვს,ერთი უნდა აირჩიო ან ორიდან.მბაპეს პსჟ ეხლა არავის დაუთმობს,ხოლა რაც შეეხება კეინს;ინგლისელი კიდევ უფრო ძვირი დაჯდება ვიდრე აზარი,თან ლევისთან მოლაპარაკება ძალიან ძნელია

16:32 | 15.07.2018
KD (575)

აზარი იკარდზეც არ ვიტყოდი უარს. ისე, სადაც მოდრიჩი და ბეილი იყიდა პერესმა, კეინის ამბავი არამგონია ძალიან გართულდეს

16:45 | 15.07.2018
mjgiri (8951)

ერთ სატრანსფერო ბაზარზე ხო არ უყიდია,თან მაგათ დროს სულ სხვა გარემოებები იყო.იკარდი არ ვიცი,მაგრამ ლევანდოვსკის იყიდიან მგონია

13:15 | 15.07.2018
KD (575)

რონალდო გაყიდეს, პლუს ბენზემასაც მიაყოლებენ ალბათ, მერე კოვაჩიჩი და ნავასიც წავლენ დიდი ალბათობით და წესით უნდა ჩაეტიოს ფეარ პლეიში. თან თუ ხამესიც ბაიერნმა გამოისყიდა, ხომ ვაფშეე

13:20 | 15.07.2018
mjgiri (8951)

შენ მეგობარო ეს კომპიუტერული თამაში ხო არ გგონია?

13:37 | 15.07.2018
KD (575)

რატომაც არა მე არა, პერესს კი ჰგონია და რასაც უნდა, აკეთებს.

12:22 | 15.07.2018
zviadi-shxefi (6306)

არამგონია ამ ეტაპზე ძველი პერიოდი დაბრუნდეს რეალში. მაშინ ბექჰემის მოყვანა იყო მთლიანად რეკლამაზე გათვლილი და არა გუნდის სპორტულ მხარეზე. რეალი ისეთი ფეხბურთელების დამატებას აპირებს რომ წარმატებების გაგრძელება უფრო მოსალოდნელია ვიდრე პირიქით.კურტუა, აზარი, კავანი და მბაპე თუ დაიმატეს კიდევ კაი ხანი იქნებიან მწვერვალზე

12:28 | 15.07.2018
salazar (1835)

აზარი მბაპე ერთად არა მგონია, რომელიმეს დაითრევენ დიდი ალბათობით. ნუ ყველაფერს გააკეთებენ, რომ დაითრიონ მაგის თქმა ნაღდად შეგვიძლია.

09:25 | 15.07.2018
federerjamesliverpooldelpotro (17151)

სქაი სპორტზე შემომეფეთა გუშინ აზარის ეს განცხადება.თუბწავა ვერავინ გაამტყუნებს ლიგის გარეშეა დარჩენილი და იქაც როდის იყო ღირებული ვერაფერი დადეს.რეალი იქნება ის გუნდი რომელშიც წავა მადრიდში ამდენი გადაადგილების მერე აზარი დაალაგებს სიტუაციას

11:37 | 15.07.2018
salazar (1835)

ეჰ, რეალის დალაგება, რომ ეგრე ადვილი იყოს.
გაიხსენეთ აბა კარგად. პირველად რეალი სერიოზულად მაშინ აირია როცა ბოსკე გაუშვეს. ბოსკეს იდეალურად ქონდა ყველაფერი, რონალდო-რაულის დუეტსაც კი მოუძებნა კარგი გასაღები, ეგ წყვილი ბოსკეს მერე ეფექტური არასდროს აღარ ყოფილა, პირდაპირ ვთქვათ გაიტანჯა რაული, ხან სიღრმეში ჩამოწიეს, ერთი პერიოდი მახსოვს მარცხნივაც გადაწიეს, არადა საჯარიმოს კაცი იყო.
ბოსკე არასდროს დაუშვებდა მაკელელეს და კამბიასოს გაყიედვას, ბექემსაც საყრდენად ნაღდად არ დააყენებდა, მოკლედ ულვაშა წავიდა და რეალს პატრონი აუფეთქდა, ხარისხიც მაგრად დაეცა და შედეგზე ხო ლაპარაკიც ზედმეტია, მერვედფინალს ვერ ცდებოდნენ.
ჟოზემდე არეულები იყვნენ, რეალურად ჟოზემ ჩაუყარა ახალ რეალს საფუძველი, ვის მოსწონს და არ მოსწონს არ ვიცი, მაგრამ რეალურად ეგრეა. ანჩელოტიც ჟოზეს გზას გაჰყვა, ზიზუც, ერთადერთი ბენიტესმა გადაუხვია მაგ გზას და როგორ დაამთავრა კი ვნახეთ : )
ანჩელოტიმ ერთადერთი რაც შეცვალა იყო ის, რომ გუნდში სიტუაცია დაალაგა, კონფლიქტები მოაგვარა, პლიუს კასილასი გაუშვა და ბეილი დაიმატა.
ზიზუმ კიდე ჟოზეს ჩამოყალიბებულ გუნდს იმდენი თავისუფლება მისცა რამდენსაც თავად ითხოვდა ფეხბურთელობისას, ალბათ ყველაზე მეტი მაინც ზიზუმ შეცვალა, თამაშის ხასიათის და არა ტაქტიკის მიხედვით.
აი ეხლა კიდე თითქოს რაღაც ახალი უნდა დაიწყოს, ანუ ჟოზეს შემდგომი პერიოდი, ეს ხშირად ვარიაციული 4-5-1 ალბათ დამთავრდება იმიტომ, რომ რონის და ალბათ უკვე ბენზემას გარეშე, რომელიც მთლიანად რონალდოზე იყო ორიენტირებული ისეთი ეფექტური ვეღარ იქნება.
ჰოდა ახალი გუნდის შენებას მარტო აზარი ვერ უშველის, თან ეს ახალი მწვრთნელი არ არის იმ დონის სპეციალისტი, რომ რაღაც ახალი და ძლიერი ჩამოაყალიბოს, ამიტომ მგონია, რომ ისევ ჭაობის ეპოქა დაიწყება რეალში, იქამდე სანამ ჟოზეს ნაირ "აღმზრდელ" და სისტემის შემქმნელ სპეციალისტს არ მოიყვანენ.
ვოტ, ასეა.

08:19 | 15.07.2018
TERRY 26 LAMPARD 8 (3422)

Ager naxavt tu chelsishi ardarcheba,xolo kurtua arvici ras gadacyvets albat isic darcheba,azaris darchena imitom mgonia,rom chelsis axali mcvrtneli hyavs da aramgonia gundis lideris wasvlas datanxmeboda da ise mosuliyo gundshi,tan realshi zidanic agaraa mcvrtneli,chemiazrit reali neimars iyidis,mokled davelodot movlenebis ganvitarebas.

06:34 | 15.07.2018
salazar (1835)

არადა ბარსას დახატავდა. რეალში მაგარი ქაოსი იქნება მინიმუმ 2 წელი, მანდ გადასვლა შარია : )

0.13406