ფეხბურთი

18:07 | 14.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

"რომა" ალისონთან შელევას არ აპირებს

იტალიური “რომას” სპორტული დირექტორი მონჩი მიჩნევს, რომ ალისონ ბეკერი იტალიის დედაქალაქში დარჩება. როგორც ესპანელმა განაცხადა, ბრაზილიელი “ჯალოროსის” ღირსებას იქამდე დაიცავს, სანამ შესაბამის წინადადებას არ მიიღებენ.

“ჩვენ ყურადღებას იმაზე გავამახვილებთ, რაც გუნდისთვის უკეთესი იქნება. დარწმუნებული ვარ, ალისონი “რომაში” დარჩება მანამ, სანამ რეალური წინადადება არ იქნება”, - აღნიშნა მონჩიმ.

გასულ სეზონში ალისონმა იტალიის ჩემპიონატში 37 შეხვედრა ჩაატარა და 28 გოლი გაუშვა. ბრაზილიელმა მეკარემ დამაჯერებელი თამაშით არაერთი გუნდის ყურადღება მიიპყრო და მათ შორის არიან “რეალი”, “ლივერპული” და “ჩელსი”. როგორც ცნობილია, “ჯალოროსი” ალისონის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს ითხოვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117077