ფეხბურთი

15:16 | 14.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ივან რაკიტიჩი: "მოედანზე 4.5 მილიონი ხორვატი იქნება"

ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველი ივან რაიკიტიჩი მიიჩნევს, რომ მიხ გუნდს ფინალში გასამარჯვებლად მხოლოდ იღბალი სჭირდება. რაკიტიჩის თქმით, ეს მათი კარიერის მთავარი შეხვედრაა და მოედანზე 11 ფეხბურთელის ნაცვლად 4.5 მილიონი ხორვატი იქნება.

“ეს ისტორიული მატჩია არამარტო ჩვენთვის, არამედ მთელი ხორვატიისთვის. მოედანზე 4.5 მილიონი მოთამაშე იქნება. ყველაფერს გავიღებთ, რადგან ესაა ჩვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში. გვინდა, რომ მოედანი თავაწეულებმა დავტოვოთ, მხოლოდ იღბალი გვჭირდება მისაღები შედეგისთვის. ენერგიის აღდგენა მოვახერხეთ, არ ინერვიულოთ, ეს არ იქნება პრობლემა”, - აღნიშნა რაკიტიჩმა.

შეგახსენებთ, რომ ხორვატიამ პლეი-ოფის სამივე მატჩში დამატებითი დრო ითამაშა (ჯამში 90 წუთი) და ამასთან, საფრანგეთს ერთი დღით მეტი დრო ჰქონდა დასასვენებლად. ფინალური მატჩი 15 ივლისს, თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება.

0.119047