ფეხბურთი

12:23 | 14.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

მანჯუკიჩით აღფრთოვანებული რობენი

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველი არიენ რობენი ყოფილ თანაგუნდელ მარიო მანჯუკიჩს აქებს. ჰოლანდიელის განცხადებით, ხორვატი ფორვარდი მისთვის მისაბაძი ადამიანი და ფეხბურთელია.

“მარიო მანჯუკიჩი დიდი ბიჭია. მე არ შემიძლია მასზე საუბარი, რადგან ის ჩემთვის მისაბაძია. ყოველთვის მინდა ასეთი ადამიანი ჩემს გუნდში და არ მსურს მის წინააღმდეგ თამაში. ალბათ, ის არაა ტექნიკურად ძლიერი ფეხბურთელი, მაგრამ დიდ სამუშაოს ასრულებს. მარიო ყოველთვის იმ დონეზეა, რაც გუნდს სჭირდება. ის იყო ფინალში “ბაიერნთან”, “იუვენტუსთან” და ახლა ხორვატიასთან ერთად.

მანჯუკიჩი არის ფეხბურთელი, რომელსაც ყოველთვის შეიძლება დაეყრდნო, როდესაც რაღაცის მიღწევა გინდა. მას ყოველთვის მნიშვნელოვანი გოლები გააქვს. ეს არის მისი მიზანი”, - განაცხადა რობენმა.

შეგახსენებთ, რობენი და მანჯუკიჩი “ბაიერნში” 2012-2014 წლებში თანაგუნდელები იყვნენ. ხორვატიის ნაკრები კი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთს 15 ივლისს დაუპირისპირდება.

0.11708