ფეხბურთი

10:27 | 14.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ლივერპულმა" შაქირი გაიფორმა

“სტოკ სიტის” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი შერდან შაქირი კარიერას “ლივერპულში” გააგრძელებს. “წითლების” ვებგვერდის ინფორმაციით, 26 წლის ფეხბურთელმა 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

შაქირის სანაცვლოდ “სტოკმა” 13.5 მილიონი გირვანქა სტერლინგი მიიღო და ფეხბურთელი “ენფილდ როუდზე” 23-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

“ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთი დიდი ისტორიის გუნდში ყოფნით, სადაც დიდი ფეხბურთელები არიან და შესანიშნავი მწვრთნელია. ყველა ფეხბურთელს სურს, რომ უმაღლეს დონეზე ითამაშოს. როგორც იქნა, აქ ვარ და ამით მოხარული ვარ”, - განაცხადა შაქირიმ.

შერდან შაქირი “სტოკ სიტის” 2015 წელს 12 მილიონ გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ შეუერთდა. მას შემდეგ კი, პრემიერლიგაში 92 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა გააკეთა.

შვეიცარიელს ასევე უთამაშია “ბაზელში”, “ბაიერნსა” და მილანის “ინტერში”. შვეიცარიის ეროვნულ ნაკრებში კი 74 თამაშში 21 გოლი აქვს გატანილი.

0.12776