ფეხბურთი

21:32 | 13.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

საუთგეიტი: "ინგლისმა ბოლო რვა თვის განმავლობაში დიდი პროგრესი განიცადა"

ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეტ საუთგეიტმა მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე ადგილისთვის გასამართი მატჩის წინ განაცხადა, რომ მის გუნდს ფსიქოლოგიურად გაუჭირდება, რადგან ფინალთან ახლოს იყო და დამარცხდა.

"მესამე ადგილისთვის მატჩი ჩვენთვის ფსიქოლოგიურად რთული გასამართი იქნება, რადგან ფინალთან ახლოს ვიყავით, მაგრამ ჩვენ გვყავს დიდებული ფეხბურთელები, რომლებსაც ტურნირის დასრულება პოზიტიურად სურთ. ჩვენ გვყავს ძალიან ნიჭიერი, ახალგაზრდა გუნდი. ბოლო რვა თვის განმავლობაში დიდი პროგრესი განვიცადეთ და ახლა მომიწევს ვიფიქრო იმაზე თუ კიდევ როგორ გავძლიერდეთ და სუსტი მხარეები კარგად დავმალოთ." - განაცხადა საუთგეიტმა.

ნახევარფინალში ინგლისი ხორვატიასთან დამატებით დროში დამარცხდა. მესამე ადგილისთვის მატჩში კი "სამი ლომი" ბელგიას შეხვდება. მატჩი 14 ივლისს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

0.120556