ფეხბურთი

19:59 | 13.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

Sky Sports: "ჩელსი" და "ნაპოლი" ჟორჟინიოს ტრანსფერზე შეთანხმდნენ

იტალიის ეროვნული ნაკრების და "ნაპოლის" საყრდენი ნახევარმცვეი ჟორჟინიო კარიერას "ჩელსიში" გააგრძელებს. როგორც Sky Sports-ი იუწყება, კლუბები ფეხბურთელის ტრანსფერზე უკვე შეთანხმდნენ და იტალიელები ბონუსებიანად 57 (50+7) მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებენ. ჟორჟინიო უკვე ლონდონშია და უახლოეს მომავალში გარიგება გაოფიციალურდება.

საყრდენი ნახევარმცველი "ნაპოლიმ" 2014 წელს დაიმატა. გასულ სეზონში ჟორჟინიომ 39 შეხვედრა ჩაატარა და თავი 4-4 გოლით და საგოლე გადაცემით გამოიჩინა. 2017/18 წლების სეზონში ბრაზილიური ფესვების მქონე ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 22-დან 50 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122251