ფეხბურთი

16:56 | 13.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: კონტე "ჩელსიდან" დაითხოვეს

ანტონიო კონტე ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი აღარაა. ეს ინფორმაცია ამჯერად ინგლისური გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა. მხარეებს შორის კონტრაქტი ვადაზე ერთი წლით ადრე გაწყდა.

“ანტონიოს გუნდში ყოფნის პერიოდში მოვიგეთ მეექვსე საჩემპიონო და მერვე ასოციაციის თასის ტიტული. ანტონიო კონტეს თავის კარიერაში საუკეთესოს ვუსურვებთ”, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

იტალიელი სპეციალისტი “სტემფორდ ბრიჯზე” 2016 წლიდან მუშაობდა და გუნდს ჯერ პრემიერლიგა მოაგებინა, ხოლო შემდეგ ინგლისის ასოციაციის თასი.

როგორც ცნობილია, კონტეს “ჩელსიში” თანამემამულე მაურიციო სარის ჩაანაცვლებს, რომელსაც უახლოეს დღეებში ოფიციალურად წარადგენენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112248