ფეხბურთი

14:15 | 13.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

მარკო როსი: "შეიძლებოდა წაგვეგო"

სლოვაკური “დუნაისკა სტრედას” მთავარმა მწვრთნელმა მარკო როსიმ “დინამოსთან” (1:1) მატჩი შეაფასა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მისი გუნდი უპირატესობას ფლობდა, თუმცა მთავარი მიზანი ვერ შეასრულა და კარი მშრალად ვერ შეინახა.

“მატჩამდეც ვთქვი, რომ მთავარი იყო საკუთარ მოედანზე გოლი არ გაგვეშვა, მაგრამ მე-15 წუთზე გოლი მაინც მივიღეთ. სტატისტიკა არ მინახავს, თუმცა ვფიქრობ, ვდომინირებდით. ბოლოს შეცდომა დავუშვით და შეიძლებოდა წაგვეგო კიდეც მას მერე, რაც 6-7 საგოლე მომენტი გვქონდა ”, - განაცხადა როსიმ.

შეგახსენებთ, “დინამოსა” და “დუნაისკა სტრედას” საპასუხო შეხვედრა 19 ივლისს, თბილისში გაიმართება.

0.1265