ფეხბურთი

21:30 | 12.07.2018 | ნანახია 1423 - ჯერ

ანდერსონი "ვესტ ჰემის" ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდება

"ლაციოს" ნახევარმცველი ფელიპე ანდერსონი კარიერას "ვესტ ჰემში" გააგრძელებს. როგორც Sky Sports-ი სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება, ლონდონელები და რომაელები ტრანსფერზე უკვე შეთანხმდნენ და ინგლისელები სამხრეთამერიკელის სანაცვლოდ 35 მილიონ გირვანქა სტერლინგს გადაიხდიან.

ანდერსონი კი "ჩაქუჩების" ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდება. ბრაზილიელი უახლოეს მომავალში ლონდონში ჩაფრინდება და სამედიცინო შემოწმებას გაივლის. ასევე, ინგლისური მედიის ცნობით "ვესტ ჰემი" და ანდერსონი კონტრაქტის დეტალებს იოლად შეათანხმებენ.

ფელიპე "ლაციომ" 2013 წელს "სანტოსიდან" 7.5 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატა. გასულ სეზონში ბრაზილიელმა 32 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა რვა გოლი და ათი საგოლე გადაცემა შეასრულა.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:42 | 13.07.2018
gogga78 (901)

ლაციოში დარჩა ვინმე?

02:41 | 13.07.2018
zuka773 (33)

ლივერპულს ისე მოიხსენიებ რო მოსკოვის სპარტაკი იყოს. და ის სჰენი მანცჰესტერული გუნდები და ჩელსი ერთადგილას არ მოსვას ლივერპულმა განსაკუთრებით წითელი ეშმაკები და ჩელში ფრთხილად

12:04 | 13.07.2018
mjgiri (8951)

ლივერპულს ძაან ძლიერი სასტავი ეყოლება ამ სეზონში.არ გამიკვირდება ლიგას თუ დადებენ

01:01 | 13.07.2018
sul2 (1775)

ეს ბიჭი ვესტჰემზე მაღალ დონეს იმსახურებდა წესით. მაგრამ ვესტჰემმა ისეთი შემადგენლობა შეყარა წესით არსენალს, ტოტენჰემს და ლივერპულს კი გაუწევს კონკურენციას, მაგრამ მანჩესტერულ გუნდებთან და ჩელსისთან წესით გაუჭირდება

12:03 | 13.07.2018
mjgiri (8951)

სად ტოტენჰემის შემადგენლობა და სად ვესტ-ჰემი...ამათი კონკურენტები იქნებიან ევერტონი და ლესტერი

22:24 | 12.07.2018
mjgiri (8951)

ლანსინი,უილშერი,იარმოლენკო,ანდერსონი,არნაუტოვიჩი,ჩიჩარიტო...ძაან ბევრი ხარისხიანი ფეხბურთელი ეყოლება ვესტ-ჰემს.ინგლისში ძაან მაღალია საშუალო დონე

0.120958