საქართველოს ეროვნული ლიგა 2-ის ბინადარ “თელავის” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი გურამ ლუკავა კარიერას ლატვიის უმაღლეს ლიგაში გააგრძელებს.
23 წლის ქართველმა ნახევარმცველმა კონტრაქტი “იელგავასთან” გააფორმა, რომელიც 13 ტურის თავზე მე-6 პოზიციას იკავებს ლატვიის ჩემპიონატში.
რაც შეეხება ლუკავას, ბოლოს “თელავის” ღირსებას იცავდა, ხოლო იქამდე თბილისის “ლოკომოტივისა” და ფოთის “კოლხეთის” რიგებშიც გამოდიოდა. 2017-2018 წლების სეზონში კი პოლონურ “ლეგიონოვიაში” თამაშობდა.