კატალონიის “ბარსელონა” ლონდონის “ჩელსის” ბელგიელი ფეხბურთელის - ედინ აზარის გადაბირებას ეცდება. აღნიშნულ ინფორმაციას Sport-ი ავრცელებს.
გამომდინარე იქიდან, რომ კატალონიელებმა “ატლეტიკოდან” ანტუან გრიზმანის გადაბირება ვერ შეძლეს, ახლა თვალი ბელგიელ მოთამაშეს დაადგეს. აღსანიშნავია ისიც, რომ აზარის შეძენით კიდევ ერთი ესპანური გრანდი - მადრიდის "რეალია" დაინტერესებული.
აქვე გეტყვით, რომ “არისტოკრატების” მფლობელი რომან აბრამოვიჩი მზად არის 27 წლის ფეხბურთელი გაყიდოს. გასულ სეზონს ბელგიელმა "ლურჯების შემადგენლობაში 51 მატჩი ჩაატარა და 17 გოლის გატანა შეძლო.