სხვა

13:49 | 12.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინის მეხუთე გამარჯვება

ივლისის ბაშოზე მესამედი გაილია და ლევან გორგაძემ უმთავრეს ფავორიტს - იოკოძუნა კაკურიუს უკვე ორი ქულით გაუსწრო. ოძეკი ტოჩინოშინი ხუთი ტურის შემდეგ "იმპერატორის თასისკენ” კვლავ ასპროცენტიანი შედეგით მიიწევს.

ქართველმა სუმოისტმა მეხუთე ტურში პირველი მეგაშირა კოტოშოგიკუ იორიკირით გაიყვანა დოჰიოდან. იოკოძუნა კაკურიუმ კი ნაგოია ბაშოზე ზედიზედ მეორე მარცხი იწვნია. ამჯერად მესამე მაეგაშირა აბისგან.

ტოჩინოშინის მსგავსად, წაუგებლად გამოდის სეკივაკე მიტაკეუმი. დღეს მან კომუსუბი შოჰოძანს აჯობა.

მეექვსე ტურში ლევან გორგაძის მეტოქე მონღოლი კომუსუბი ტამავაში იქნება, რომლის ბალანსზეც 2 მოგება და 3 წაგებაა. ურთიერთშეხვედრების ბალანსი კი ქართველი სუმოისტის სასარგებლოდაა - 15:7.

რანგით მეორე, ჯურიო ლიგაში, გაგამარუს შიკონათი მოჭიდავე თეიმურაზ ჯუღელი იაპონელ ჩიიონომისთან დამარცხდა და ივლისის ბაშოს უარყოფითი ბალანსით (2:3) აგრძელებს.

0.117655