ფეხბურთი

11:32 | 12.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქვილითაიას ბელგიაში გადასვლა გადაწყვეტილია

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია დიდი ალბათობით, კარიერას ბელგიაში, კერძოდ, “გენტის” რიგებში გააგრძელებს. გამოცემა Kurier-ის ცნობით, ქართველმა ფორვარდმა უკვე გადაწყვიტა ბელგიაში გადაბარგება.

აღსანიშნავია, რომ 24 წლის ქვილითაია ამჟამად ტრავმირებულია და სექტემბრამდე მოედანზე ვერ გავა, მაგრამ “გენტს” მისი გაფორმება ახლავე სურს და დაზიანებას არ უშინდება. “რაპიდი” ქვილითაიას გასხვისებას ტრავმამდე 3.5 მილიონ ევროს ფარგლებში გეგმავდა და არნემის "ვიტესთან" მოლაპარაკებებსაც აწარმოებდა, ახლა კი ტრანსფერის შესაძლო ფასი 2.5 მილიონს შეადგენს.

ქვილითაია რომ "გენტში" გადადის, ეს ინფორმაცია "რაპიდის" სპორტულმა დირექტორმა ფრედი ბიკელმაც დაადასტურა:

"ქვილითაიამ დაინტერესებული ვარიანტებიდან "გენტი" აირჩია, მაგრამ იცის, რომ ეს მხოლოდ გარკვეული თანხის სანაცვლოდ მოხდება. "გენტში" იციან, რომ ტრავმირებულია, თუმცა ისიც, რომ მოგვიანებით დაეხმარება”, - თქვა ბიკელმა Kurier.at-თან საუბრისას.

შეგახსენებთ, გიორგი ქვილითაია “რაპიდში” 2016 წლიდან თამაშობს და გასულ სეზონში 32 თამაშში 13 გოლი გაიტანა. თუ ზემოხსენებული ტრანსფერი შედგა, გიორგი “გენტში” მესამე ქართველი იქნება გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ბერიძის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ ბელგიური გუნდის ინტერესს Transfermarket-იც ადასტურებს.

0.131522