ფეხბურთი

19:15 | 11.07.2018 | ნანახია 1800 - ჯერ

რონალდუს აგენტი: "კრიშტიანუ კარიერას "იუვენტუსში" დაასრულებს"

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს აგენტი ჟორჟე მენდეში ამბობს, რომ “ბებერი ქალბატონი” მისი კლიენტისთვის ბოლო გუნდია. როგორც მენდეშმა აღნიშნა, რონალდუმ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და კარიერას ტურინში დაასრულებს.

“ძალიან კმაყოფილი ვარ კრიშტიანუს გამო და ბედნიერი ვარ, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. მადლობა ანდრეა ანიელის მოლაპარაკებების დროს გამომჟღავნებული სურვილისთვის და მადლობა ჯუზეპე მაროტას თავისი პროფესიონალიზმისთვის.

რონალდუ საოცარ კარიერას ტურინში დაასრულებს, “იუვენტუსი” მისი ბოლო გუნდია”, - განუცხადა მენდეშმა Sport.es-ს.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერი ოფიციალურად გუშინ დადასტურდა, ხოლო “იუვენტუსი” მას ორშაბათს წარადგენს. პორტუგალიელმა 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და სეზონში 30 მილიონ ევროს მიიღებს.

Loading...

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
21:08 | 11.07.2018
roma1987 (33)

Pulis monebi xart sul ragac 8 milionis gamo sauketeso gundidan caxvide chamkvdar italiis chenpionatshi ravici...... legenda aris ronaldo magram am nabijit dzalian dakninda misi pirovneba da misi pasi... dges rac aris roni es realis damsaxurebaa vnaxot italiashi ras gaaketebs

11:51 | 12.07.2018
centurioni (345)

მარტო ეგ არაა იცის რომ=ნიმ რო 2 წელიწადში რეალიდან გაუშვებდნენ და ადგა და თითონ წავიდა რაული და კასო არ გააჩერს და რონის

სტატისტიკა
0.172769