ფეხბურთი

18:24 | 11.07.2018 | ნანახია NaN - ჯერ

"რეალმა" ჰაკიმი გაასხვისა

მადრიდის “რეალის” მცველი აჩრაფ ჰაკიმი კარიერას დორტმუნდის “ბორუსიაში” გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია გერმანული გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

ჰაკიმი “სიგნალ იდუნა პარკზე” მომდევნო ორი წლის განმავლობაში იჯარის წესით ითამაშებს.

19 წლის მაროკოელი “სამეფო კლუბის” აკადემიის აღზრდილია, სადაც 2006 წლიდან ირიცხებოდა. მთავარ გუნდში დებიუტი 2017 წელს ჰქონდა და დღემდე 17 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.

ჰაკიმის მაროკოს ეროვნულ ნაკრებში 13 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი და მსოფლიოს ჩემპიონატზეც დაიცვა თავისი ქვეყნის ღირსება.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:17 | 02.11.2018
Ginóbili20 (2332)

დაახლოებით ერთ თვეს გამოტოვებს კევინი 6-7 თამაში გაუცდება. ფორმაში შესული კევინი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სიტისთვის ჩემპიონთა ლიგაზე, პრემიერ ლიგაზე მოაბამენ თავს მკევინის გარეშეც.

13:27 | 02.11.2018
sabonis (9584)

ამას და მჭედლიძეს ერთი მეკვლე ყავთ ეტყობა ახალ წელს.DD

0.066884