ფეხბურთი

17:05 | 11.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ხორვატია და ინგლისი ნანატრი ფინალისთვის

დღეს, მსოფლიოს ჩემპიონატს მეორე ფინალისტი ეყოლება – ინგლისი ან ხორვატია. ორივე გუნდისთვის მუნდიალის ნახევარფინალურ ეტაპამდე მოსვლას დიდი წარმატებაა და ამას ჩემპიონატის დაწყების წინ ბევრი არც ვარაუდობდა.

ეს, რომ ასეა, ისტორიაც ნათლად მოწმობს: ინგლისი 1/2 ფინალში მეორედ, ხოლო ხორვატია მესამედ ითამაშებს. ალბიონელებმა ბოლოს ამ სტადიას 1990 წელს უწიეს, როდესაც გერმანიასთან პენალტების სერიაში წააგეს, ხოლო ხორვატებმა 1998 წელს, საფრანგეთთან დათმეს საფინალო შეხვედრა (1:2).

გარეთ საუთგეიტის გუნდის მთავარი პლიუსი მიმდინარე ჩემპიონატზე სტანდარტული მდგომარეობაა, ხორვატიის მთავარი მინუსიც ამავე საკითხში მდგომარეობს – ინგლისმა ყველაზე მეტი გოლი გაიტანა სტანდარტებიდან, ხორვატიამ – გაუშვა.

მოკლედ, ზლატკო დალიჩის გუნდი ამას ძალიან უნდა უფრთხოდეს თუ უნდა, რომ ფინალში ითამაშოს. ინგლისის ნაკრები 1966 წლის შემდეგ პირველ ტიტულთან ძალიან ახლოსაა.

ეს გუნდები მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად შეხვდებიან ერთმანეთს. თუმცა, სხვა და სხვა ტურნირებზე მათი გზა რვაჯერ უკვე გადაკვეთილა. ალბიონელებმა 4 თამაში მოიგეს, ხორვატებმა 2, ხოლო ორიც ფრედ დასრულდა. 2004 წელს, ევროპის ჩემპიონატზე ინგლსის ნაკრებმა 4:2 მოიგო და დღემდე ეს იყო ერთადერთი მატჩი დიდ ფორუმებზე. დანარჩენ შემთხვევაში კი, ან საკვალიფიკაციო ეტაპი გახლდათ, ან სპარინგი.

ხორვატებისთვის ყველაზე კარგად გასახსენებელი 2007 წლის 21 ნოემბერია, როდესაც “უემბლიზე” 3:2 მოიგო და ინგლისი ევროპის 2008 წლის ჩემპიონატს მიღმა დატოვა. ინგლისმა რევანში მალევე აიღო და 2010 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბალკანელები 5:1 გაანადგურა.

სავარაუდო შემადგენლობა:

მოსკოვი, “ლუჟნიკი”, 22:00 საათი

ხორვატია (4-2-3-1): შუბაშიჩი; ვრსალიკო, ლოვრენი, ვიდა, სტრინიჩი; რაკიტიჩი, ბროჟოვიჩი; რებიჩი, მოდრიჩი, პერიშიჩი; მანჯუკიჩი

მწვრთნელი: ზლატკო დალიჩი

ინგლისი (3-5-2): პიკფორდი; უოლკერი, სტოუნსი, მაგუაირი; ტრიპიე, დელე ალი, ჰენდერსონი, ლინგარდი, იანგი; სტერლინგი, კეინი

მწვრთნელი: გარეთ საუთგეიტი

მსაჯი: ჩიუნეთ ჩაქირი (თურქეთი)

ზლატკო დალიჩი (ხორვატიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “20 წლის შემდეგ დავბრუნდით იქ, სადაც ჩვენი ადგილია. დარწმუნებული ვარ, ეს დავიმსახურეთ, მაგრამ ვერ წარმომიდგენია, რა მოხდება თუ მსოფლიოს ჩემპიონები გავხდებით”.

გარეთ საუთგეიტი (ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ფეხბურთი სახლში ბრუნდება. ეს არის სიმღერა, რომელიც 20 წელზე მეტია არ მოგვისმენია”.

Loading...
0.148043