სხვა

13:08 | 11.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინმა იოკოძუნები უკან მოიტოვა (+VIDEO)

ლევან გორგაძემ ნაგოია ბაშოზე ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა. ოძეკის რანგში პირველ სუპერტურნირზე მოჭიდავე ტოჩინოშინმა დღეს იაპონელ მესამე მაეგაშირა აბის აჯობა და "იმპერატორის თასისთვის” ბრძოლას ასპროცენტიანი შედეგით აგრძელებს.

ტოჩინოშინის გარდა ოთხი ქულა მხოლოდ სეკივაკე მიტაკეუმის აქვს. სამი ტურის შემდეგ, უდანაკარგო ლიდერთა ჯგუფში იყვნენ იოკოძუნები კაკურიუ და ჰაკუჰო, მაგრამ... კაკურიუმ დღეს წაიფორხილა მეორე მაეგაშირა იკიოისთან. ჰაკუჰომ კი ივლისის ბაშოზე გამოსვლა ვარჯიშის დროს მიღებული ტრავმის გამო შეწყვიტა.

ხვალ ლევან გორგაძის მეტოქე პირველი მაეგაშირა კოტოშოგიკუ იქნება, რომელმაც მიმდინარე სუპერტურნირზე მხოლოდ ერთი ქულა აიღო.

რანგით მეორე ჯურიო ლიგაში, გაგამარუს შიკონათი მოჭიდავე თეიმურაზ ჯუღელმა მეორე მარცხი იწვნია და ორ-ორი მოგება და წაგება დაუგროვდა.

0.127333