ფეხბურთი

13:35 | 11.07.2018 | ნანახია 3686 - ჯერ

შავ-თეთრი რონალდუ

„იუვენტუსი“ შეიცვლება. „იუვენტუსი“ უკვე შეიცვალა. „იუვენტუსი“ სანდო, ეკონომ-კლასის „ფიატიდან“ ახალ მონსტრზე გადაჯდება. იტალიამ მიიღო მომავალი.

კრიშტიანო რონალდუ.

„რეალიდან“ მოდის არა მხოლოდ ფეხბურთელი. „რეალიდან“ ყველაზე იტალიურმა და სტაბილურმა იტალიურმა კლუბმა მიიღო მომავალი. ალბათ, მხოლოდ ოთხწლიანი, მაგრამ „იუვენტუსმა“ გარისკა და ჯეკპოტი უნდა მოხსნას. იტალიური საკლუბო ფეხბურთი დაჟანგდა. და ახალი ჩექმა ახალ თარგზე შეიკერება. რონალდუს შეკვეთით.

რონალდუ დიდია. მესიზე დიდი? ნიჭით - არა. ლტოლვით და გამტანობით - ბევრად წინ არის. რონალდუს სიდიადე „რეალმა“ 5 სეზონში 4 მოგებული ჩემპიონთა ლიგით გამოიყენა. მეტი უნდა მოეგო. პორტუგალიელის ქარიზმა ფარავდა „რეალის“ ქარიზმას. რონალდუსთან ერთად, ოღონდ, თავისებურად ანგრევდა მოწინაღმდეგეებს სერხიო რამოსიც, მაგრამ კაპიტანი უფრო მაგალითით გამტანი იყო. კრიშტიანო - ფეხბურთით.

„რეალთან“ ერთად პორტუგალიელმა ცხრა სეზონში ორჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი. ძალიან ცოტაა. „რეალისთვის“ ცოტაა. რონალდუ ხედავდა, როგორ აჯადოვებდა სამყაროს პატარა არგენტინელი და იბოღმებოდა. რონალდუ იჯდა დარბაზში და მესი იღებდა „ოქროს ბურთს“. რონალდუ კლავდა ტკივილს. და მოედანზე - მეორე გუნდს.

„რეალში“ არ უნდა აგებდე. „რეალში“ მთავარი მწვრთნელი ერთი ჩვეულებრივი კომენტარის გამო შეიძლება გაუშვან. ერთი კომპლიმენტი „ატლეტიკოს“, „ვალენსიას“ და შენ უკვე ისტორია ხარ, რომელსაც ფეხბურთის ისტორიაში უდიდესი კლუბი ამოშლის მეხსიერებიდან.

„რეალში“ რონალდუ იყო ღმერთი.

451 გოლი 438 თამაშში. არაამქვეყნიური სტატისტიკა და პორტუგალიელს მეტი უნდა. მეტი უნდოდა. და კრიშტიანომ საკუთარ თავს ახალი გამოწვევა დაუსახა. საუკეთესო ყველგან საუკეთესო უნდა იყოს. იტალიაში არ იქნება მესი. იტალიაში არ იქნება „ბარსელონა“. და იტალიაში იქნება ჩემპიონთა ლიგას მოწყურებული გიგანტი, რომელმაც ეს ტურნირი ბოლოს ფაბრიციო რავანელისთან ერთად მოიგო. 1996-ში, „აიაქსთან“ პენალტებში.

რონალდუზე მეტჯერ ესპანეთის ჩემპიონატი მისმა ახალმა პოტენციურმა თანაგუნდელმა, გონსალო იგუაინმა მოიგო. არგენტინელმა „რეალში“ 7 არასრული სეზონი გაატარა და კარე სამჯერ გაშალა. შეიძლება, იგუაინი, ალექს სანდრო და დანიელე რუგანი პორტუგალიელის სანაცვლოდ გასასტუმრებელ თანხაში ჩადონ და „იუვენტუსი“ კარგ ბიჭებს დაკარგავს, მაგრამ კლუბმა მიიღო მონსტრი. ფეხბურთის ლებრონ ჯეიმსი. რომელიც ასაკს უსწრებს.

პირველად, 2007 წლის შემდეგ, როდესაც „მილანს“ ჰყავდა გენიალური კაკა, „ოქროს ბურთის“ მოქმედი მფლობელი სერია A-ში დაიწყებს სეზონს. იტალიამ „იუვენტუსთან“ ერთად მოიგო.

რას მოიგებს „იუვენტუსი“ კრიშტიანოსთან ერთად?

იტალიის ჩემპიონატში ყველაფერი სეზონის დაწყებამდე არის ცნობილი. იქ „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგისთვის ემზადება. და ყველაზე პრესტიჟულ, მთქმელ ტურნირზე „იუვემ“ ბოლო ოთხ სეზონში ორი ფინალი ითამაშა და წააგო.

კრიშტიანოს უყვარს „იუვე“. პორტუგალიელმა თავის ახალ კლუბს 10 გოლი აარტყა. „იუვენტუსმა“ თავისი ფრედი კრიუგერი იყიდა. და რონალდუ უკვე სხვის სიზმრებში, სხვის სიმშვიდეში შეიტანს ქაოსს.

რონალდუსთვის მიუღებელია სიტყვები „კარგად ვითამაშე და წავაგე“, „დღეს ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ და მოწინააღმდეგე მაინც უკეთესი იყო“, „შემდეგში გაგვიმართლებს“. რონალდუსთვის არ არსებობს პერსპექტივა. ის სხვის პერსპექტივას, სხვის იმედს კლავს და ერთი კონკრეტული თამაშით ცხოვრობს და ის თამაში მოსაგებია.

„იუვენტუსი“ ახალ სეზონს ახალი მანქანით იწყებს. და ხომ არ იჩქარა ბუფონმა, რომელიც უფრო ღირსეულად პარიზში კი არა, ფეხბურთიდან უნდა წასულიყო? ვნახოთ, დაველოდოთ სეზონის დაწყებას და დასრულებას.

რონალდუ გახდა შავ-თეთრი და რონალდუსთან ერთად „იუენტუსი“ ბოლო წლებში ყველაზე ფერადი „იუვენტუსი“ იქნება.

უკვე მოაქვს.

ზურა თალაკვაძე

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (18)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:19 | 13.07.2018
Buratino (3085)

ბრავო ავტორს, მართლაც დიდებული სტატიაა! ზუსტად რომ ზედგამოჭრილად ასახავს დღევანდელ რეალობას რონალდუს და იუვეს მონაწილეობით

11:28 | 12.07.2018
kelbo (7190)

საღოლ კაი სტატიაა ნამდვილად... რონალდუს პლიუს-მინუსებიც სწორად არის ჩამოყალიბებული

02:20 | 12.07.2018
თორღვა პანკელი (810)

რონალდო რომ იმსახურებს ზუსტად ისეთი სტატიაა, ყოჩაღ ზურა.

01:51 | 14.07.2018
Logic (36375)

+

02:02 | 12.07.2018
despe (2978)

მადლობის მეტი არაფერი ითქმის!

01:29 | 12.07.2018
Pawo_11 (52)

ის იუვენტუსის ფანები სადარიან ნეტაა დღეს 3 თვის უკან მესი რო ერჩივნათ? ეხა ნახავთ რამდენად დიდი ფეხბურთელია რონი დიდი მადლობა მას იმ 9 წლისთვის რაც რეალში გააკეთა და წარმატებები თავის ახალ გუნდთან ერთად ოღონდ რეალთან არა

14:10 | 12.07.2018
იკა..იუვე..10 (3943)

მე მირჩევნია მესი ))) მესი გენიაა, არაამქვეყნიურია. ბაზარი არაა რონალდუც მაგარია.. ეხლა ვცდილობ შევიყვარო, ჩემს შინაგან მეს ვებრძვი

21:03 | 11.07.2018
იკა..იუვე..10 (3943)

ამ საიტის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო სტატიაა. იმენა დაგლიჯა, მაგრად გამისწორდა წაკითხვა. ბრავო ზურა !!!

01:50 | 14.07.2018
Logic (36375)

+

21:02 | 11.07.2018
იკა..იუვე..10 (3943)

„იუვენტუსმა“ თავისი ფრედი კრიუგერი იყიდა. და რონალდუ უკვე სხვის სიზმრებში, სხვის სიმშვიდეში შეიტანს ქაოსს - ეს სიმართლეა )) ამას ვაღიარებ იუვენტუსის გულშემატკივარი )

18:54 | 11.07.2018
Juventino Per Sempre (148)

რაო ბიჭო იუვე გადავიდა რონალდოშიო ? ))))))))))))))))))))))))))) იუვე ნებისმიერ პიროვნებაზე მაღლა დგას არ გეგონოთ რო რონალდოს არ აქვს დასამტკიცებელი პირიქით იუვეს უნდა მოერგოს და არა იუვე უნდა მოერგოს და იუვე ფიატზე არასდროს მჯდარა 2006 2007ს თუ არ ჩავთვლით პაგანიიი ))))))) იუვე ყველაზე დიდი იტალიური გუნდია არ უნდა გჭირდებოდეს შეხსენება

18:37 | 11.07.2018
ogafa (7286)

სერია A იუვენტუსი

20:09 | 11.07.2018
federerjamesliverpooldelpotro (8921)

დდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდ დონეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე

17:42 | 11.07.2018
BEERTRANCE (97213)

იმედია სხვა იტალიური გუნდები გაჩარხავენ ტრანსფერებს თორე სერია A ს ჩატარებას რა აზრი აქვს

17:19 | 11.07.2018
მე ვარ ქართველი და არა ევროპელი. (6)

დიდი მადლობა ავტორს. ყველაფერი ძალიან სწორედ და ლამაზად აქვს აღწერილი. სიამოვნებით წავიკითხე სტატია..
რონალდუ დიდია. მესიზე დიდი? ნიჭით - არა. ლტოლვით და გამტანობით - ბევრად წინ არის..

16:40 | 11.07.2018
mjgiri (1980)

იუვენტუსმა იყიდა არა ფეხბურთელი,არამედ ცხოვრების წესი.
გუშინ,ყველასთვის მოულოდნელად,დროზე ადრე,კრიშტიანუ რონალდუმ იუვენტუსში საკუთარი გადასვლა დაანონსა.ან იუვენტუსმა დაანონსა მასში რონალდუს გადასვლა.თუ თქვენ გაღიზიანებთ,რომ ამაზე უფრო მეტი ითქვა,ვიდრე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალზე-თქვენთვის არ არის გარკვეული,თუ ვინ გახდება საუკეთესო ფეხბურთელი;ხოლო თუ ხვდებით,რომ ასეც უნდა იყოს,მაშინ წლის ფეხბურთელი უკვე რონალდუა.ეხლა კი მთავარზე,მსოფლიო ჩემპიონატზე გადავიდეთ.
საფრანგეთი ელის საკუთარ მოწინააღმდეგეს ფინალში და შესაძლოა,ის ინგლისი გახდეს.საფრანგეთი-ინგლისზე უზარმაზარი რაოდენობით ასოცაიაცია ჩნდება,რადგან ეს ორი ქვეყანა ერთ-ერთი მთავარი ისტორიული ანტოგონისტები არიან ევროპულ კონტინენტზე.ძალიან ბევრი ისტორიული პარალელის გავლება შეგვიძლია:როგორც მონიმუმ,100-წლიანი ომი.მითუმეტეს,საფეხბურთო მატჩი,თუ მასში დამატებითი დრო ინიშნება,ას წუთზე ოდნავ მეტს გრძელდება.ოღონდ რომელი ბრძოლა გახდება ფინალის ყველაზე სწორი ასოციაცია,ამაზე პასუხს უშუალოდ ფინალი გაგვცემს.
ინგლისის ნაკრები ტოვებს ორმაგ შთაბეჭდილებას.ერთი მხრივ,ჩვენ ვიცით ,რომ მათ ჩაატარეს კოლოსლური სამუშაო,თამაშის გასუმჯობესებლად ერთდროულად რამოდენიმე ასპექტში. ამაში მათ გამოიყენეს მათ შორის ყველაზე თანამედროვე მეთოდები. მაგრამ,ამასთან ერთად,ინგლისის ნაკრები წარმოადგენს არქაულ სტილს.არქაული ამ შემთხვევაში არ ნიშნავს რაღაც ძველს და გადავიწყებულს.არის ერთგვარი საზღვარი პრიმიტივსა და პრიმიტივიზმს შორის.პრიმიტივი არის ნეანდერტანელი:დაბალი ინტელექტიტ,საკმარისი ფანტაზიით, არაუმეტეს ქვის იარაღის მოსაფიქრებლად.პრიმიტივიზმი-თუ გნებავთ,ნიკო ფიროსმანი.ნაივური ხელოვნება,შეგნებური გამარტივება ან რაღაც ამგვარი.დიახ,ინგლისის ნაკრები თამაშობს არქაულად,გარეგნულად არქაულად.გარეგნულად ეს წააგავს კლასიკურ ბრიტანულ სტილს.სინამდვილეში ეს რათქმაუნდა მისი ახალი განვითარებაა.ინგლისელები თამაშობენ მეტწილად არა კლასიკურ,არამედ "გამომშრალ" სტილში.დიდ როლს ანიჭებენ ცენტრფორვადს და დაცვას,კარგად იყენებენ სტანდარტულ მდგომარეობას და რაც მთავარია,მათ თამაშში ბევრი პრაგმატიზმია.ამ მხრივ საფრანგეთი-ინგლისის შესაძლო დაპირისპირება მართლაც დაემსგავსება ასწლიან ომს.თუმცა ინგლისი ჯერ ფინალში არაა და მათ შეჩერებას ხორვატები შეეცდებიან.

17:28 | 11.07.2018
R M A (44)

უტკინს უყურე?

17:34 | 11.07.2018
mjgiri (1980)

მიხვდები იმედია რატომ

16:18 | 11.07.2018
lashamax (768)

მევფიქრობ მესიმ დაასრულა კარიერა, ეგ ვეღარ დაიბრუნებს ძველ დიდებას.
რონალდოს განსაკუთრება იმაში მგომარეობას რომ ყოველ წელს პროგრესირებს. ვინ იტყვის ეხლა რომ 10 წლის წინანდელი რონალდო უკეთესი იყო ვიდრე დღეს არის.
მესი წელს ოქროს ბურთის ნომინანტებშიც არ იქნება, წლევანდელ მუნდიალზე ხომ საერთოდ მოიჭრა თავი მოედნის ცენტრში სეირნობით.
ასე რომ რონალდო არის არა მარტო ეფოქის არამედ ყველა დროის საფეხბურთო მოვლენა და ისტორიაში შევა. რა სევდა მოყვა მის რეალიდან წასვლას. ეს სევდა გამოწვეული არ იყო მისის რეალიდან წასვლის, არამედ იმის შეგრზნება რომ რონალდოს კარიერა დასასრულს უახლოვდება.

15:43 | 11.07.2018
O. Mertskhali (2535)

პსჟ, სიტი და ბარსელონა იქნებიან ლიგის გამოკვეთილი ფავორიტები, ალბათ..
ნუ, რეალზე აღარაფერს აღარ ვამბობ, წელს )

14:42 | 11.07.2018
federerjamesliverpooldelpotro (8921)

იტალიური ფეხბურთისთვის და იუვენტუსისთვის მართლა ფანტასტიკური მოვლენაა რონალდოს მისვლა.იუვენტუსს მართლა შეუძლია უკვე ჩემპიონთა ლიგის მოგება რაც იტალიური ფეხბურთისთვის შეიძლება დიდების დაბრუნების ტიტულად იქცეს.მაგრამ იტალიაში ისევ ერთი დომინანტური გუნდია როა იუვენტუსი და სხვა გუნდები თითქმის 1 საფეხურით დაბლა არიან ჩემპიონატს საერთო ჯამში დონეს ვერ მოუმატებს იმედი მაქ ნაპოლი გაძლიერდება

14:24 | 11.07.2018
Torres9 (12602)

წაკითხვა რომ დავიწყე სტატიის მივხვდი რომ თალაკვაძის სტატია იქნებოდა ))
ძალიან მაგარი სტატიაა...ყოველთვის გულდასაწყვეტია ეპოქის დასასრული,მაგრამ ალბათ სწორად მოიქცა რეალიც და რონალდოც.იუვენტუსის საქციელს დრო გამოაჩენს!!!

14:19 | 11.07.2018
# KoRBeN DaLLaS # (11916)

კარიერის სწორად წარმართვასაც ნიჭი უნდა. სუპერვარსკვლავი უნდა ეცადოს და ბოლომდე მოთხოვნადი და საინტერესო უნდა იყოს გულშემატკივარისთვის.
რონალდოს კონკურენტი კი აშკარად მოიკოჭლებს ბოლო წლებში ამ მხრივ. მისი კარიერა ბევრად უფრო მდორეა. იქნებ გადალახოს სხვაგან თამაშის შიში და ამ ზაფხულს არნახული ტრანსფერის მომსწრე გაგვხადოს.

01:47 | 14.07.2018
Logic (36375)

+

14:47 | 11.07.2018
federerjamesliverpooldelpotro (8921)

მესის გადასვლა ბარსელონადან მართლა უდიდესი სენსაცია იქნება მაგრამ ძალიან საინტერესო.

13:41 | 11.07.2018
The King of Grass (8855)

„იუვენტუსი“ შეიცვლება. „იუვენტუსი“ უკვე შეიცვალა. „იუვენტუსი“ სანდო, ეკონომ-კლასის „ფიატიდან“ ახალ მონსტრზე გადაჯდება. იტალიამ მიიღო მომავალი.
როგორც კი ეს აბზაცი წავიკითხე ეგრევე მივხდი ზურას შემოქმედება რომ იყო

13:54 | 11.07.2018
barcelona1991 (2414)

უკლასნესია ზურაა..მხტავრული წერის სტილი აქ აშკარად მე აი ფედეზე რო ვნახე ის მომეწონაა...ჩაიკოვსკიაო

სტატისტიკა
0.210054