ლატვიელი კალათბურთელი დავის ბერტანსი “სან ანტონიოში” კიდევ ორი წელი დარჩება, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, ბერტანსი ორ წელში 14.5 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.
განვლილ სეზონში დავისმა 77 შეხვედრა ჩაატარა, სადაც საშუალოდ ერთ მატჩში 6 ქულას და 2 მოხსნას აგროვებდა.