ფეხბურთი

21:50 | 10.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

გორან საბლიჩი: "ტორპედო" კარგი გუნდია და შეცდომები არ გვაპატია"

ტირასპოლის "შერიფის" მთავარმა მწვრთნელმა გორან საბლიჩმა "ტორპედოსთან" (1:2) შეხვედრა შეაფასა. ხორვატი სპეციალისტის განცხადებით, მისი გუნდი უპირატესობას ფლობდა, თუმცა შეცდომები დაუშვა, რის გამოც დაისაჯა, რაც ასეთ დონეზე მოსალოდნელიც იყო.

“დღეს საკმაოდ კარგი თამაში გამოვიდა, ბურთს ვაკონტროლებდით, მაგრამ ინდივიდუალური შეცდომები იყო, რის შედეგადაც “ტორპედომ” ორი გოლი გაგვიტანა. მოხარული ვარ, რომ ჩემი გუნდი მეორე ტაიმში აქტიური იყო და კარგად გამოიყურებოდა. წინ მეორე შეხვედრაა და ვიმედოვნებ, რომ შევძლებთ უფრო შორს წასვლას.

მეორე ტაიმში ჩემმა გუნდმა თამაში უფრო შეიგრძნო და ბურთსაც უკეთ ვაკონტროლებდით, ვიდრე პირველ ნახევარში. თუმცა, სამწუხაროდ, ასეთ დონეზე იმ შეცდომების დაშვება, რაც ჩემს გუნდს ჰქონდა, მისაღები არაა. ჩვენ ვიცოდით, რომ კარგი მეტოქე გვყავდა, რომელსაც შეტევაში კარგად გადასვლა შეეძლო, თუმცა ვიმედოვნებთ, მეორე თამაშში გავიმარჯვებთ და შემდეგ ეტაპზე გავალთ. ამის შანსი ნამდვილად გვაქვს. “ტორპედოს” ბევრი ახალწვეული ფეხბურთელები ჰყავს და გამოჩნდა, რომ ძლიერი გუნდია. ჩვენ კი, დავუშვით შეცდომები, რითიც მეტოქემ კარგად ისარგებლა”, - განაცხადა საბლიჩმა.

ქუთაისის "ტორპედოსა" და ტირასპოლის "შერიფს" შორის საპასუხო შეხვედრა 1 კვირის შემდეგ მოლდოვაში გაიმართება.

0.146571