ჩოგბურთი

21:43 | 10.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

სერენა უიმბლდონის ნახევარფინალშია

სერენა უილიამსი უიმბლდონის ნახევარფინალში გავიდა. სერენა კარიერაში დიდი სლემის ნახევარფინაში 35-ედ ითამაშებს. ნახევარფინალში უილიამსის მეტოქე გერმანელი ჯულია გერგესი იქნება.

მეოთხედფინალში სერენას მძიმე შეხვედრა გამოუვიდა. იტალიელი კამილა ჯორჯი 3:6, 6:3, 6:4 დაამარცხა. პირველი სეტის წაგების შემდეგ სერენამ უკეთ თამაში დაიწყო და მატჩის თავის სასარგებლოდ დაასრულა.

ნახევარფინალური შეხვედრა 12 ივლისს გაიმართება. სერენა გერგესს ურთიერთშეხვედრებში 3:0-ს ამარცხებს.

უმცროს უილიამსს უიმბლდონის ტურნირი შვიდჯერ აქვს მოგებული (2002, 2003, 2009, 2010, 2012, 2015, 2016)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.189219