ჩოგბურთი

19:45 | 10.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

პირველი ნახევარფინალური წყვილი ცნობილია

უიმბლდონის მიმდინარე გათამაშებაზე პირველი ნახევარფინალური წყვილი გამოვლინდა. გერმანელი ანგელიკა კერბერი ლატვიელ ელენა ოსტაპენკოს დაუპირისპირდება.

1/4-ფინალში კერბერმა რუს დარია კასატკინას 6:3, 7:5 მოუგო და კარიერაში დიდი სლემის ნახევარფინალში მეშვიდედ გავიდა, 2016 წელს ანგელიკამ უიმბლდონის ფინალიც ითამაშა.

ოსტაპენკომ კი სლოვაკ დომინიკა ციბულკოვას 7:5, 6:4 აჯობა. ლატვიელმა ტრადიციულად ძალისმიერი ჩოგბურთი ითამაშა და დომინიკას სულ თავდაცვა უწევდა. ოსტაპენკომ დიდი სლემის ნახევარფინალში მეორედ გააღწია. ოსტაპენკომ 2017 წელს საფრანგეთის ღია პირველობა მოიგო.

ოსტაპენკო კერბერის შეხვედრა 12 ივლისს გაიმართება. გერმანელი და ლატვიელი ჩოგბურთელი კარეირაში პირველად დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

0.114425