სხვა

13:13 | 10.07.2018 | ნანახია NaN - ჯერ

ტოჩინოშინმა წაუგებელი სერია ცურიდაშით გააგრძელა

ნაგოია ბაშოზე მესამე ტურის შეხვედრები გაიმართა და ლევან გორგაძის ანგარიშზე სამი მოგებაა. ოძეკის წოდებით მოჭიდავე ტოჩინოშინი დღეს იაპონელ კომუსუბი შოჰოძანს დაეჭიდა და ცურიდაშით სძლია – მეტოქე ხელში აიტაცა და დოჰიოს საჭიდაო არენის მიღმა გადასვა.

ხვალ გასამართ მეოთხე ტურში ქართველი სუმოისტის მოწინააღმდეგე მე-3 მაეგაშირა აბი იქნება, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში 1:0 ამარცხებს. მიმდინარე ბაშოზე აბიმ 1 ბრძოლა მოიგო და 2 წააგო.

რანგით მეორე, ძურიო ლიგაში მოჭიდავე გაგამარუმ – თეიმურაზ ჯუღელმა დღეს მონღოლ მიტორიუს აჯობა და სამი ტურის შემდეგ დადებითი ბალანსი აქვს – 2:1.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.067932