ორდღიანი პაუზის შემდეგ დღეს მსოფლიოს ჩემპიონატი განახლდება. წინ პირველი ნახევარფინალია: საფრანგეთი – ბელგია.
გთავაზობთ ორივე გუნდის სავარაუდო შემადგენლობას:
საფრანგეთი (4-3-3): ლორისი; პავარი, ვარანი, უმტიტი, ერნანდესი; პოგბა, კანტე, მატუიდი; გრიზმანი, ჟირუ, მბაპე
ბელგია (4-4-2): კურტუა; ალდერვეირელდი, კომპანი, ვერმაელენი, ვერტონგენი; ფერეირა-კარასკო, ვიტსელი, დე ბრუინი, შადლი; ე. აზარი, ლუკაკუ
მსაჯი: ანდრეს კუნა (ურუგვაი)
ერთი საინტერესო გარემოება: საფრანგეთის ნაკრებს არავისთან უთამაშია იმაზე მეტჯერ, ვიდრე ბელგიის ნაკრებთან, 74-ჯერ. თუმცა, მხოლოდ ორი მატჩი გაიმართა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, მათ შორის ბოლოს 1986 წელს, მესამე ადგილისთვის შეხვედრაში.