იტალიის სერია A-ს ახალწვეული “პარმა” ძლიერდება, როგორც პარმეზანელთა ვებგვერდი იტყობინება, ამიერიდნა გუნდის კარს ლუიჯი სეპე დაიცავს.
27 წლის ფეხბურთელმა “პარმასთან” 1-წლიანი საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა, ხოლო სეზონის ბოლოს მისი გამოსყიდვის უფლებაც ექნება.
ლუიჯი სეპე აქამდე “ნაპოლის” რიგებში გამოდიოდა, თუმცა გასულ სეზონში მხოლოდ და მხოლოდ 1 თამაში ჩაატარა.