ფეხბურთი

10:25 | 10.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

16 წლის შემდეგ - "ტორპედო" და ჩემპიონთა ლიგა

დღეს ქართული საკლუბო ფეხბურთისთვის 2018-2019 წლების ევროსეზონი დაიწყება. ქუთაისში, მოქმედი ჩემპიონი "ტორპედო" ტირასპოლის "შერიფს" დაუხვდება და ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაერთვება.

მატჩისწინ ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენციები გამართეს. კახა ჩხეტიანის განცხადებით. გუნდი მზადაა და სასურველი შედეგის მისაღწევას არაფერს დაიშურებენ:

"7 ახალი ფეხბურთელი გვყავს. სავარაუდოდ, განელი ფორვარდიც დაგვემატება. სამწუხაროდ, ვიზის პრობლემის გამო მისი დროულად ჩამოსვლა ვერ მოხერხდა, თუმცა 18 ივლისისთვის ის უკვე ჩვენთან იქნება.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო გუნდიდან წასულ ფეხბურთელებს (გურული, გრიგალაშვილი, მამასახლისი, სარდალიშვილი, მახარობლიძე, ლიპარტია, ბოხაშვილი, კუჭუხიძე). მათ გარეშე არ იქნებოდა ის წარმატება და ის გამარჯვებები, რომელიც გვქონდა.

შეთამაშების პრობლემაზე სასაუბროდ ახლა დრო არ არის. ყველა ფეხბურთელი ამ მატჩისთვის მზად არის და ყველანაირად ვეცდებით გამარჯვებას. ეჭვიც არ მეპარება, რომ გულშემატკივარი სტადიონს გაავსებს, რაც ძალიან დაგვეხმარება", - ციტირებს ჩხეტიანის სიტყვებს "ტორპედოს" ვებგვერდი.

კომენტარი გააკეთა ქუთაისელთა კაპიტანმა როინ კვასხვაძემაც:

"საბრძოლოდ ვართ მომზადებულნი. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ფეხბურთელი დავიმატეთ, ვფიქრობ, შეუთამაშებლობის პრობლემა არ გვექნება, რადგან ეს ფეხბურთელები წლებია ერთმანეთს ვიცნობთ, ერთად გვითამაშია კიდეც...

შევისწავლეთ მეტოქის როგორც ძლიერი, ისე სუსტი მხარეები და სწორედ ამ სუსტი მხარეების გამოყენებას ვეცდებით. გვინდა, ეს მატჩი წინ გადადგმული ნაბიჯი იყოს შემდეგი ეტაპისთვის", - აღნიშნა როინმა.

"შერიფის" მთავარმა მწვრთნელმა გორან საბლიჩმა აღნიშნა, რომ მეტოქე შესწავლილია და ძლიერი გუნდია. ხორვატი დღევანდელ მატჩში გუნდების შანსს თანაბრად აფასებს:

კაპიტანი მატეო სუსიჩი დაესწრნენ.

მთავარი მწვრთნელი: "მოხარულები ვართ საქართველოში ჩამოსვლით. აქ ძალიან კარგად დაგვხვდნენ, რისთვისაც მადლობას ვუხდით. შევისწავლეთ მეტოქე. "ტორპედო" ძლიერი გუნდია, რომელსაც ბურთის კონტროლი უყვარს. ვფიქრობ, ამ შეხვედრისთვის სათანადოდ მოვემზადეთ და თავს კარგად წარმოვაჩენთ. პირველ მატჩში შანსებს თანაბრად შევაფასებდი. წინა წელს ევროპალიგის ჯგუფური ეტაპი ვითამაშეთ, ახლა კი ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩემპიონთა ლიგაზეც ვითამაშოთ.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისში ძალიან ცხელა, თუმცა მიუხედავად ამისა ბოლომდე ბროლას ვაპირებთ. ყველაფერი ორი მატჩის ჯამში გადაწყდება და დიდი იმედი მაქვს, ხვალ გოლის გატანას შევძლებთ", - თქვა საბლიჩმა.

"შერიფის" კაპიტანი მატე შუშიჩი საბრძოლო განწყობაზეა და ამბობს, რომ თამაშს სრული სერიოზულობით ეკიდებიან:

"ცხელა, მაგრამ ყველაფრისთვის მზად ვართ. მიზანი, როგორც მთავარმა მწვრთნელმა თქვა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოხვედრაა, შესაბამისად, "ტორპედოსთან" შეხვედრას სრული სერიოზულობით ვეკიდებით. ვეცდებით, გოლი გავიტანოთ, რაც მეორე მატჩში დასახული ამოცანის მიღწევაში დაგვეხმარება", - განაცხადა სუსიჩმა.

შეგახსენებთ, "ტორპედოსა" და "შერიფის" მატჩი დღეს, 19:30 საათზე დაიწყება.

0.17764