ისტორია

9:57 | 10.07.2018 | ნანახია 219 - ჯერ

10 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1950. დაიბადა შოთა ჩოჩიშვილი. პირველი ქართველი და საბჭოთა ძიუდოისტი, რომელმაც ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მან ეს 1972 წელს მიუნხენის ოლიმპიადაზე შეძლო. გარდა ამისა, შოთა ჩოჩიშვილი 1976 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორია. მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი (1975). ევროპის ჩემპიონატებზე დაიკავა მეორე (1973, 1975) და მესამე ადგილები (1977). იაპონიის (1971, 1974), ჰოლანდიისა (1974) და ბელგიის (1973) საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული. საქართველოს ორგზის აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში (1972, 1977). შოთა ჩოჩიშვილი ღირსების ორდენისა და ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენის კავალერია. შოთა ჩოჩიშვილი 2009 წელს გარდაიცვალა.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1912. ჰანეს კოლუმაინენმა 5 ათას მეტრზე რბენაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (14:36,6).

1949. გამოვიდა გაზეთ “ლელოს” პირველი ნომერი. 1934 წლიდან ეს გამოცემა “საქართველოს ფიზკულტურელის” სახელით გამოდიოდა, მისი განახლება კი 1949 წელს მოხდა. 1991 წლამდე იყო საქართველოს სპორტკომიტეტის გამოცემა, შემდეგ თავისუფალი გაზეთის სტატუსი მიიღო. “ლელოს” ტირაჟი 200-260 ათასი იყო. მისი პირველი რედაქტორი მიხეილ კაკაბაძე გახლდათ, ხოლო პირველი თაობის ჟურნალისტები ნოდარ გუგუშვილი, ბიჭიკო ქორქია, ოთარ იოსელიანი, თენგიზ გიორგაძე, შოთა ვადაჭკორია, ჯიმშერ ენუქიძე, ზურაბ ჯაფარიძე, დიმიტრი გულისაშვილი, ეთერ უზნაძე, დავით მელუხა, ოთარ გელაშვილი იყვნენ.

1960. ევროპის პირველი ჩემპიონატი (ევროპის თასის გათამაშება) ფეხბურთში. ფინალი: სსრკ-იუგოსლავია 2:1 (დამატებითი დრო). გოლები გალიჩმა (იუგოსლავია) და მეტრეველმა და პონედელნიკმა (სსრკ) გაიტანეს. პარიზის “პარკ დე ფრენსის” სტადიონზე თამაშს 17966 მაყურებელი დაესწრო. საბჭოთა კავშირი: იაშინი, გივი ჩოხელი, კრუტიკოვი, მასლიონკინი, ვოინოვი, ნეტო, სლავა მეტრეველი, ივანოვი, პონედელნიკი, ბუბუკინი,მესხი. იუგოსლავია: ვიდინიჩი, ჯურკოვიჩი, იუსუფი, ჟანეტიჩი, მლადენოვიჩი, პერუშიჩი, შეკულარაცი, ერკოვიჩი, გალიჩი, მატუში, კოსტიჩი.

1982. ესპანეთის მსოფლიოს მეთორმეტე ჩემპიონატი ფეხბურთში. მატჩი მესამე ადგილისათვის. პოლონეთი-საფრანგეთი 3:2; გოლები შარმახმა, მაევსკიმ, კუპცევიჩმა (პოლონეთი) და ჟირარმა, კურიოლმა (საფრანგეთი) გაიტანეს. შეხვედრა ალიკანტეს “ხოსე რიკოს პერესის” სტადიონზე ჩატარდა და მას 28 ათასი მაყურებელი დაესწრო.

1988. “ფორმულა-1”-ის სილვერსტოუნის (ინგლისი) გრან-პრი აირტონ სენამ (“მაკლარენი”) მოიგო.

1992. 14 წლის განმავლობაში ჩატარებული სეზონების შემდეგ, აშშ-ის საფეხბურთო ლიგა (MLშ) დაარსდა.

1994. აშშ-ის მსოფლიოს მეთხუთმეტე ჩემპიონატი ფეხბურთში. მეოთხედფინალი: ბულგარეთი-გერმანია 2:1, გოლები მათეუსმა (გერმანია) და სტოიჩკოვმა და ლეჩკოვმა გაიტანეს. შვედეთი-რუმინეთი 2:2, გოლები ბროლინმა და კენეტ ანდერსონმა (შვედეთი), რუმინელთა მხრიდან კი, რადუჩოიმ (ორივე) გაიტანეს. პენალტების სერიაში შვედებმა გაიმარჯვეს და ნახევარფინალში გავიდნენ.

2006. საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი, ზინედინ ზიდანი გერმანიაში გამართული მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. მას სპეციალური პრიზი, “ოქროს ბურთი” გადაეცა. ამავე ტურნირზე ე. წ. Fაირ Pლაყ-ს პრიზი ბრაზილიისა და ესპანეთის ნაკრებებმა გაიყვეს, ხოლო ყველაზე სანახაობრივი თამაშისათვის დაწესებული ჯილდო პორტუგალიის ეროვნულ გუნდს ერგო. მუნდიალის საუკეთესო მეკარედ იტალიის ეროვნული ნაკრების გოლკიპერი, ჯანლუიჯი ბუფონი აღიარეს, რომელსაც ლევ იაშინის სახელობის პრიზი გადაეცა.

2006. ტურინის “იუვენტუსის” მთავარ მწვრთნელად ფრანგი დიდიე დეშამი დაინიშნა.

2007.ვენესუელაში მიმდინარე კოპა ამერიკის ნახევარფინალში ბრაზილიამ პენალტების სერიით მექსიკას სძლია (5:4). მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო 2:2 დასრულდა. შეხვედრა ქალაქ მარაკაიბოში ჩატარდა.

2010. სამხრეთ აფრიკის მუნდიალზე, მესამე ადგილისთვის მატჩში გერმანიამ ურუგვაი 3:2 დაამარცხა. შეხვედრა პორტ ელიზაბეტში ჩატარდა, გერმანია კი ზედიზედ მეორე მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა მესამე ადგილზე.

ამ დღეს დაიბადნენ

1921. ეუნის შრაივერი. სპეციალური (უნარშეზღუდულთა შორის) ოლიმპიური თამაშების დამაარსებელი.

1921. ჯეიკ ლამოტა. საშუალო წონით კატეგორიაში პროფესიონალ მოკრივეთა შორის 1949-51 წლებში ფლობდა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს.

1927. დონ რივი (დონალდ ჯორჯ რივი). ინგლისელი ფეხბურთელი და მწვრთნელი. ამპლუით ფორვარდი გამოდიოდა “ლესტერში” (1944-49), “ჰალში” (1949-51), “მანჩესტერ სიტიში” (1951-56), “სანდერლენდში” (1956-58), “ლიდსში” (1958-62). 1956 წელს მოიპოვა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასი. 1954 წელს დაასახელეს ინგლისის საუკეთესო ფეხბურთელად. ინგლისის უპირველეს დივიზიონში ჩაატარა 272 მატჩი, გაიტანა 40 გოლი. ინგლისის ნაკრებში ჩაატარა 6 მატჩი, გაიტანა 4 გოლი. წვრთნიდა “ლიდსს” (1961-74), ინგლისის ნაკრებს (1974-77), საუდის არაბეთის “ალ ნასრის” (1980-83), ეგვიპტის “ალ აჰლის” (1984). “ლიდს იუნაიტედს” 1973 წელს თასების თასი მოაპოვებინა, 1968 და 1971 წლებში კი – ბაზრობათა თასი. რივის ხელმძღვანელობით გუნდი ზედიზედ ცხრა წლის განმავლობაში ინგლისის ჩემპიონატში მეორე ადგილზე ქვევით არ ჩადიოდა. რივიმ “ლიდსი” 1969 და 1974 წლებში ინგლისის ჩემპიონი გახადა, 1972 წელს საფეხბურთო ასოციაციის, 1968-ში კი ინგლისის ლიგის თასი მოაგებინა. 1969 წელს “ლიდს იუნაიტედი” ინგლისის სუპერთასს დაეუფლა. დონ რივი 1989 წლის 26 მაისს ედინბურგში გარდაიცვალა.

1943. არტურ ეში. ამერიკელი ჩოგბურთელი. 1968 წელს მოიგო აშშ-ის ღია პირველობა, ხოლო 1975 წელს უიმბლდონის ტურნირი. არტურ ეში შიდსის ვირუსით 1993 წელს გარდაიცვალა.

1946. ჰენრიკ კასპერჩაკი. 1970-იანი წლების პოლონეთის საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველი. მსოფლიოს 1974 წლის ჩემპიონატის მესამეადგილოსანი. მონრეალის 1976 წლის ოლიმპიური თამაშების ფინალისტი. მსოფლიოს 1978 წლის ჩემპიონატის მონაწილე. პოლონეთის ნაკრებში ჩაატარა 61 მატჩი, გაიტანა 5 გოლი. პოლონეთის ორგზის ჩემპიონი. 1976 წელს დაასახელეს პოლონეთის საუკეთესო ფეხბურთელად. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობას მიჰყო ხელი. მუშაობდა პოლონურ და ფრანგულ კლუბებში. 1984 წელს “მეცს” საფრანგეთის თასი მოაგებინა. წვრთნიდა კოტ დ’ივუარის, ტუნისის, მაროკოს, მალის, სენეგალის ნაკრებებს. 2003 წელს პოლონეთის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.

1947. ჰორსტ ბლანკენბურგი. გერმანელი მცველი და ნახევარმცველი, რომელიც გასული საუკუნის 70-იან წლებში ამსტერდამის “აიაქსში” გამოდიოდა. ამ გუნდის შემადგენლობაში სამჯერ მოიპოვა ჩემპიონთა თასი. ორჯერ ფლობდა ევროპის სუპერთასს და საკონტინენტთაშორისო თასს. ჰოლანდიის ჩემპიონი. თასებისა და გერმანიის თასების მფლობელი.

1950. შოთა ჩოჩიშვილი. პირველი ქართველი და საბჭოთა ძიუდოისტი, რომელმაც ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მან ეს 1972 წელს მიუნხენის ოლიმპიადაზე შეძლო. გარდა ამისა, შოთა ჩოჩიშვილი 1976 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორია. მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი (1975). ევროპის ჩემპიონატებზე დაიკავა მეორე (1973, 1975) და მესამე ადგილები (1977). იაპონიის (1971, 1974), ჰოლანდიისა (1974) და ბელგიის (1973) საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული. საქართველოს ორგზის აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში (1972, 1977). შოთა ჩოჩიშვილი ღირსების ორდენისა და ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენის კავალერია. შოთა ჩოჩიშვილი 2009 წელს გარდაიცვალა.

1953. ლეონიდ ბურიაკი. საბჭოთა კავშირის ფეხბურთელთა ნაკრების, ოდესის “ჩერნომორეცის,” კიევის “დინამოს,” მოსკოვის “ტორპედოსა” და ხარკოვის “მეტალისტის” ნახევარმცველი. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და თასის მფლობელი. 1976 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი. 1975 წლის თასების მფლობელთა თასისა და ევროპის სუპერთასის მფლობელი. 2002-03 წლებში წვრთნიდა უკრაინის ნაკრებს.

1965. ნინო უჩაძე. ქართველი ტყვიის მსროლელი. საქართველოს ჩემპიონი. ევროპის ჩემპიონატების მრავალგზის მონაწილე. ატლანტის 1996 წლის ოლიმპიადაზე სპორტული პისტოლეტით ასპარეზობისას დაიკავა 27-ე ადგილი, პნევმატური პისტოლეტით გამოსვლისას - 36-ე.

1975. ადემოლა ოკულაი. გერმანიის კალათბურთელთა ნაკრების მძიმე ფორვარდი (202 სმ). მსოფლიოს პირველობის ბრინჯაოს მედლის მფლობელი.

1976. იკერ იტურბე. ესპანეთის კალათბურთელთა ნაკრების მძიმე ფორვარდი (201 სმ).

1977. ლევან კობიაშვილი. საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების, თბილისისდინამოს,”ვლადიკავკაზისალანიას,” “ფრაიბურგის”, და გელზერკირხენისშალკეს”, ბერლინისჰერტასნახევარმცველი. თბილისისდინამოსრიგებში მოგებული აქვს საქართველოსჩემპიონობა დათასი.ბუნდესლიგის ვიცე-ჩემპიონი და გერმანიის თასის ფინალისტი. ჩემპიონთა ლიგისერთ მატჩში, პსვ-თან ჰეთ-თრიკი შეასრულა. ლევან კობიაშვილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიჩატარებულმატჩთარაოდენობით რეკორდსმენია. მან ჩვენი ქვეყნის ღირსება 100 მატჩში დაიცვა და 12 გოლი გაიტანა.

1985. მარიო გომესი. გერმანიის ნაკრების, “შტუტგარტისა” და “ბაიერნის” ფორვარდი. გერმანიის ნაკრებში ჩაატარა 58 მატჩი, გაიტანა 25 გოლი. “შტუტგარტის” შემადგენლობაში 2007 წელს გახდა გერმანიის ჩემპიონი და დაასახელეს ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელად. მიუნხენელთა შორის 2010 წელს გახდა ბუნდესლიგის ჩემპიონი და გერმანიის თასის მფლობელი. 2011 წელს გახდა ბუნდესლიგის ბომბარდირი (28 გოლი). 2013 წელს მოიპოვა გერმანიის ჩემპიონობა, ჩემპიონთა და გერმანიის თასები, 2014 წელს გახდა გერმანიის ჩემპიონი.

Loading...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.072306