სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

13:35 | 10.07.2018 | ნანახია 2174 - ჯერ

ლეგენდები და მსოფლიო ჩემპიონატი ერევანში

წლებია ერევანს ასეთი დიდი საფეხბურთო საღამო არ ჰქონია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ერევნის რესპუბლიკური სტადიონი, რომელიც 15 ათას ქომაგზეა გათვლილი არ გაივსო... ამის მიზეზს ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, სომხეთის დედაქალაქში ახლო წარსულის არაერთ ვარსკვლავს მოეყარა თავი.

საიდან დავიწყოთ, სათვალავიც კი აგვერევა – რონალდო, პაოლო მალდინი, ხრისტო სტოიჩკოვი, კაფუ, გაბრიელ ომარ ბატისტუტა, რივალდო, ნელსონ დიდა, იური ჯორკაეფი, ლუიშ ფიგუ, ერნან კრესპო, ბებეტო, რაიან გიგზი, გაისკა მენდიეტა, კრისტიან კარამბე, ხავიერ სავიოლა, იარი ლიტმანენი, რობერტო აიალა და სხვები. სხვათა შორის, წინასწარი ცნობით, უნდა ეთამაშათ კახა კალაძესა და ლევან კობიაშვილს. მეტიც, თბილსის მოქმედი მერი, ქალაქში გამოფენილ მატჩისწინა ბანერებში წინა პლანზე იყო, თამაშის დაწყებამდე ორივე ჩვენებურის სახელი სტადიონზე დაჟღერდა კიდეც, მაგრამ რეალურად არც კახა და არც ლევანი ერევანში არ ყოფილა. რა იყო ამის მიზეზი, უცნობია. სხვათა შორის, მათ გარდა, ერევანში ბევრი ისეთი ლეგენდა არ იმყოფებოდა, რომელიც წინასწარ ანონსებში ნუსხაში იყვნენ და ვინძლო, ბევრს იმედიც გაუცრუვდა. ასეთთა რიგებში უნდა შევიყვანოთ ხავიერ ძანეტი, დიეგო ფორლანი, კარლო ვალდერამა, რობერ პირესი, დემეტრიო ალბერტინი - სიაში იყვნენ, მაგრამ მოედანზე არა...

თამაშში, რომელიც “პიუნიკის” ახალი პრეზიდენტის არტურ სოგომონიანის ორგანიზებით ჩატარდა, ერთმანეთს ევროპა და ლათინური ამერიკა დაუპირისპირნდნენ. რაღა თქმა უნდა, ახლო წარსულის ლეგენდების მატჩს ტემპი დიდად არ უვარგოდა, მაგრამ კლასი ხომ არსად იკარგება და ბევრი ლამაზი ეპიზოდიც ვნახეთ. ლათინოებმა მეგობრობა არაფრად ჩააგდეს და ევროპის ნაკრები 5:2 დაამარცხეს. არადა, დასაწყისში სწორედ ბებერი კონტინენტის წარმომადგენლები დაწინაურდნენ ლუიშ ფიგუს გოლით. ევროპელთაგან თავის გამოჩენა იური ჯორკაეფმაც შეძლო, ხოლო ლათინური ამერიკის ნაკრებში თავი გაბრიელ ბატისტუტამ, ხავიერ სავიოლამ, ბებეტომ და დუეინ დე როზარიომ (დუბლი) გამოიჩინეს.

სიმბოლურად, ევროპის ნაკრებს პაოლო მალდინი, ხოლო ლათინოებს რონალდო წვრთინდა. სხვათა შორის, ეს უკანასკნელი მალდინისგან განსხვავებით სათადარიგო სკამზე არ დამჯდარა და თითქოს მუნდიალის ფინალში ბრაზილიის ნაკრებს თავკაცობდა, ისე აქტიურად იყო თამაშში ჩართული და შეგირდებს მითითებებს აძლევდა. აი, მალდინი, მისთვის დამახასიათებელი სიდინჯით გამოირჩა.

გამარჯვებულთაგან პირველი გოლის ავტორ ბატისტუტას მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის დასახელებაც სთხოვეს, მაგრამ “ბატოგოლმა” აბა, რა კითხვაა, ორივე გუნდი დღეს საუკეთესოაო... თამაში რომ დამთავრდა გრადიოზული ფეიერვერკმა მოიცვა სტადიონის ცა, გეგონებოდათ, სომხეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდაო...

სომხეთის ნაკრებს მუნდიალამდე ალბათ ძალიან ბევრი აშორებს, მაგრამ იყო რუსეთის ნაკრები. ვერ ვიტყვი, რომ გაგვიმართლა, რომ იმას შევესწარით, რასაც გიამბობთ, მაგრამ ფაქტია, ერევანი მსოფლიოს ჩემპიონატით სუნთქვადა. ქალაქის ცენტრში უამრავი ღია კაფე იყო, სადაც ნემსიც არ ჩავარდებოდა, ხალხი ლუდს შეექცეოდა და რუსეთის ნაკრებს ხორვატიასთან ქომაგობდნენ. ეგ კიდევ არაფერი და, ოპერის წინ, გრანდიოზულ ეკრანზე საერთოდ, რუსეთში გეგონებოდათ თავი. მასპინძელთა გოლებზე დიდი ოვაციები იყო, მაგრამ დასასრული ვერ გამოუვიდათ მაინც და მაინც, საინტერესო და სამხიარულო.

ისე, სასიამოვნოდ გასაკვირი იყო, რომ ქალაქში, რომლის 15 ათასიანი არენა ლეგენდების მატჩზე ვერ ივსება და სადაც ფეხბურთი კარგა ხანია კრიზისშია, მუნდიალის მსვლელობა ყოველ ფეხის ნაბიჯზე მკვეთრად იგრძნობოდა...

გიორგი მელქაძე და სოფო ერქვანია ერევნიდან

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
17:05 | 10.07.2018
# KoRBeN DaLLaS # (11916)

აუ, ფოტოებს გადავხედე და სომხურ ფუნიკულიორზე გადავირიე ეგეც ჩვენზე ლამაზი აქვთ

16:09 | 12.07.2018
ACM Weah 9 (42)

კორბენ მაგ ფუნიკულიორის ისტორია თუ იცი? :დდდდ

17:18 | 10.07.2018
mjgiri (1980)

სომეხების ქვეყანა საერთოდ ყველაზე ლამაზა ქვეყანაა

16:20 | 10.07.2018
accountant (103)

eseni ra yvelas dakrulze cekvaven.

14:22 | 10.07.2018
# KoRBeN DaLLaS # (11916)

ბრძენი სომეხი ხალხი თამაშზედ იმად არ მივიდა, რომა დიდ ჰაოსიანს - ალან ბოგოსიანს არ დაუძახეს.
და ამ დროს ვიღაც აზერბაიჯანელი კლაუდიო ჰუსაინ-ოვი დატანტალებდა ერევნის რესპუბლიკური სტადიონის მინდორსა ზედა, რომელზეც ჩვეულებრივი ბალახის ნაცვლად ნაციონალური სიამაყე - ტარხუნა ამოდის და ბიბინებს

14:07 | 10.07.2018
წინ ბათუმის დინამოო (170)

ბერეზოვსკი ლეგენდა ყოფილა რას არ გაიგებ კაცი...

სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.066148